ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 103 104 105 106 107 ... 198 »
4/მაისი/2018
9 სურათი
თსუ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო მინი-სიმპოზიუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ქიმიური საზოგადოების ინიციატივით (GCS) თსუ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო მინი-სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას.
ნახვა »
4/მაისი/2018
8 სურათი
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თემაზე „საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების პირისპირ“ ლექცია წაიკითხა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. შეხვედრაზე ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტერიტორიულ თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული. მინისტრმა ასევე დაანონსა რეზერვის ახალი, ანაზღაურებადი სისტემის დანერგვა.
ნახვა »
4/მაისი/2018
11 სურათი
„თსუ დესპანის“ მონაწილეების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის „თსუ დესპანის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. 58-მა სტუდენტმა-დესპანმა  თბილისისა და საქართველოს 26 მუნიციპალიტეტის სკოლებში გამართა პრეზენტაციები, შეხვედრები, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. თსუ რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებში თსუ-ს პოპულარიზაციისთვის.
ნახვა »
3/მაისი/2018
5 სურათი
სტუდენტთა მოდელირებული სამსჯავრო - შოუ "იასონის კომპლექსი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სტუდენტთა ინიციატივითა და თსუ-ს სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა მოდელირებული სამსჯავრო - შოუ "იასონის კომპლექსი".
ნახვა »
2/მაისი/2018
12 სურათი
სტუდენტური კონკურსის „მისია 2018“ ფინალური დავალება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის - „მისია 2018“ ფინალისტებმა მეორე ტურის დავალება მიიღეს. 5 ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები კონკურსის წლევანდელ პარტნიორის „ას ჯორჯიას“ საცხოვრებელ კომპლექსს „დირსს“ ეწვივნენ, ინფრსატრუქტურა დაათვალიერეს და კომპლექსის მაკეტს გაეცნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურსანტებს ფინალური დავალება მისცეს, რომელსაც ისინი ერთი თვის განმავლობაში სპეციალურად „დირსისთვის“ შეასრულებენ. 
ნახვა »
1/მაისი/2018
12 სურათი
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის გახსნა
თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტში სამართლის და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების ადრესატებისათვის გაცნობას.



ნახვა »
« 1 ... 103 104 105 106 107 ... 198 »