ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 105 106 107 108 109 ... 198 »
27/აპრილი/2018
7 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მხარეები მოამზადებენ ერთობლივ პროექტებს. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოაცხადდა ესსეების კონკურსი.
ნახვა »
27/აპრილი/2018
10 სურათი
„ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი გაიმართა. „ინგლისურის ენის მართლწერის  ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”-ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. კონკურსი შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა და თემი და გახდნენ ეროვნული კონკურსის მონაწილეები.

ნახვა »
27/აპრილი/2018
8 სურათი
სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორთა 2017 წლის სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა.


ნახვა »
26/აპრილი/2018
10 სურათი
ჯანსუღ კახიძის საღამო თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. საღამოზე ნაჩვენები იყო ჯანსუღ კახიძის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან ექსკლუზიური კადრები, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ოჯახის წევრებმა შექმნეს. ღონისიებაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულეს ეკა მამალაძემ და ანსამბლმა „რუსთავი“ ვახტანგ კახიძის აკომპანირებით. საღამო თსუ სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

ნახვა »
25/აპრილი/2018
4 სურათი
ქიმიური აბსტრაქტების სერვისების სემინარები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის და შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სემინარების სერია გაიმართა, სადაც  ყურადღება დაეთმო CAS და SciFinder-ის აპლიკაციების მნიშვნელობას ქართველი მეცნიერებისათვის.



ნახვა »
24/აპრილი/2018
9 სურათი
წიგნის პრეზენტაცია - „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის“
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წიგნის: „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის მომზადებული სხვადასხვა სახის მასალა. წიგნის რედაქტორია მალხაზ მაცაბერიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ხოლო შემდგენელი - დავით სართანია, ისტორიის დოქტორი, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე.


ნახვა »
« 1 ... 105 106 107 108 109 ... 198 »