ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 101 102 103 104 105 ... 198 »
10/მაისი/2018
5 სურათი
თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი იხსნება
ევროპის აკადემიის დელეგაცია პრეზიდენტის, პროფესორ ზირდ კლოტინკის, ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ევა კონდოროშის და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ალექს ვეხრაცკის შემადგენლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე ევროპის აკადემიის წარმომადგენლობის თსუ-ში გახსნის საკითხი განიხილეს. სამეცნიერო ჰაბის მიზანი კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობაა. 
ნახვა »
10/მაისი/2018
7 სურათი
საჯარო ლექცია - „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით მისიის ხელმძღვანელის მოადგილის ქეით ფიერონის საჯარო ლექცია „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო INOTLES ტემპუსის პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციებისა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორენოვანი ქართული ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას, ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის მე-9 ნაკადის კურსდამთავრებულებს.
ნახვა »
9/მაისი/2018
13 სურათი
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგები სოფელ ნიქოზში
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით მოხალისე ტრენერები სოფელ ნიქოზს ესტუმრნენ და სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო თემებზე ტრენინგები ჩააატარეს. აქციას ორგანიზება გაუწია თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერმა ლალი ჭელიძემ. მოხალისე ტრენერთა უმეტესობა უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები არიან და დღეს უკვე თავად ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციებში.
ნახვა »
8/მაისი/2018
5 სურათი
ესეების კონკურსი - ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსის - ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი" პრეზენტაცია გაიმართა. კონკურსს  პროფესორებისა და სტუდენტებისათვის ორგანიზაცია ,,განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი“ (EARI), პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ატარებს.
ნახვა »
8/მაისი/2018
9 სურათი
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში
თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ორგანოთა კონსერვაციის მეთოდები: დინამიკური და ჰისტომორფოლოგიური კვლევების ასპექტები“ გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა მედიცინის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ უჩა გაბუნიას ბიუსტები. ხოლო წარმატებული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები მერაბ კილაძე, გია ლობჟანიძე და ვლადიმერ მარგველაშვილი თსუ რექტორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
ნახვა »
8/მაისი/2018
7 სურათი
თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი თსუ-ში
თსუ-ში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ: თბილისის ბავშვთა გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი, თბილისის მსახიობ ქალთა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული გუნდი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი, ვაჟთა გუნდი „მძლევარი“, გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი, სოპოტის კამერული გუნდი „Continuo”.

ნახვა »
« 1 ... 101 102 103 104 105 ... 198 »