ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 2 3 4 5 6 ... 198 »
4/მარტი/2020
16 სურათი
მუსიკოთერაპია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მუსიკოთერაპიის განვითარების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აუქსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სუზან მეცნერი ეწვია. პროფესორმა ადამიანის ცხოვრებაში მუსიკოთერაპიის როლზე საჯარო ლექცია წაიკითხა და სამი დღის განმავლობაში მუსიკოთერაპიის საფუძვლებში პრაქტიკული სავარჯიშოებს დარგის სპეციალისტ მარინა ალთუნაშვილთან ერთად გაუძღვება.
პრაქტიკულ სავარჯიშოებს ბავშვებთან, მოზრდილებთან თუ სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებთან მომუშავე 20 სპეციალისტი დაესწრება, რომლებიც მუსიკოთერაპიის პრინციპებს პრაქტიკაში გაეცნობიან. სავარჯიშოები იქნება, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.სამუშაო ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში იმუშავებს და ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 
მუსიკოთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მუსიკის მეშვეობით კურნავს ადამიანს.



ნახვა »
2/მარტი/2020
24 სურათი
თსუ პრე-აქსელერაციის პროგრამის JET29 გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19-27 თებერვლის ჩათვლით თსუ-ს სტუდენტებისგან შექმნილმა გუნდებმა 10 დღიანი ინტენსიური სატრენინგო კურსი გაიარეს, განავითარეს და დახვეწეს თავიანთი სტარტაპ იდეები, რომელიც 29 თებერვალს დემო დღეზე წარადგინეს.  
პრე-აქსელერაციის პროგრამა დამწყები სტარტაპერების განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამის მიზანია ადგილობრივი ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება.
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე პროგრამაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი იდეები სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისგან შემდგარ ჟიურის წარუდგინეს. 
პროგრამისა და ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); ბრიტანეთის საბჭოს  პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი".

 


ნახვა »
2/მარტი/2020
11 სურათი
რიშელ როჯრესის ვორქშოფი ციფრული მედიისა და "სთორითელინგის" ტრენერებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული მედიისა და სთორითელინგის ტრენერებისთვის რიშელ როჯრესის ვორქშოფი გაიმართა. რიშელ როჯერსი, ლოიოლას უნივერსიტეტიში (ჩიკაგო) ციფრული მედიისა და "სთორითელინგის" (ამბავთთხრობის) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია. ვორქშოფი პროფესორ-მასწავლებლებისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა. 
ვორკშოფის სამუშაო გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მცირე ჯგუფებში ჩატარება. გათვალისწინებულია ინტენსიური პრაქტიკული სემინარი ციფრული მედიისა და "სთორითელინგის" პედაგოგებისთვის, რომლის მიზანია სასწავლო გეგმების განახლება/ახალი სასწავლო გეგმების შემუშავება.
ნახვა »
2/მარტი/2020
17 სურათი
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020
ბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020 დასკვნითი ეტაპი ჩატარდება 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით დაბა კოჯორში მიმდინარეობდა.  
კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეებმა უცხოეთიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან (თსუ; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის ქართული უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სკოლებიდან (ქ. რუსთავის #13 საჯარო სკოლა; თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) 6 დღის განმავლობაში მოისმინეს თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები.
დასკვნით ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორები „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდვა ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

პროექტი ხორციელდება „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ სტუდენტური პროექტების გრანტის დაფინანსებით. პროექტის ხელმძღვანელი: ელგუჯა ხინთიბიძე. კოორდინატორები: თამარ მელიქიძე, ირმა მაკარაძე, სოფიო გულიაშვილი 

ნახვა »
29/თებერვალი/2020
18 სურათი
ლექცია „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა ლექცია:  „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი.“ 
ლექციას უძღვებოდა:  პროფესორი თენგიზ ცერცვაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი. ლექციას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე  ნინო ოკრიბელაშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები  თსუ პროფესორები და სტუდენტები.
ნახვა »
27/თებერვალი/2020
10 სურათი
გამოფენა - ,,აკრძალული წიგნები’’
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა - ,,აკრძალული წიგნები’’.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყოფილ სპეციალურ ფონდში დაცული გამოცემები. დამსწრე საზოგადოებას 1921 წლის 25 თებერვალსა და საოკუპაციო რეჟიმზე ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ ისაუბრა.
ნახვა »
« 1 2 3 4 5 6 ... 198 »