ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 3 4 5 6 7 ... 198 »
27/თებერვალი/2020
17 სურათი
ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორის მოაგილე შტეფანი ბოლენი, პროფესორი კორნელია ქირჰელდორფი და ნაომი ჰიროუ-ჰელბიგი თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძესა და რექტორის მოაგილეს, ნინო ოკრიბელაშვილს შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა თსუ-სა და ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის როგორც მეცნიერული თანამშრომლობის, ისეევე სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობები.
ნახვა »
26/თებერვალი/2020
7 სურათი
თსუ პირველი კორპუსის ეზოში საკურა დაირგო
იაპონიის საელჩომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქარად საკურას ნერგები გადასცა. მათი ნაწილი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან ერთად დარგო. მიხეილ ჩხენკელმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და იმედი გამოთქვა, რომ აყვავებული საკურა საქართველო-იაპონიის მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა. იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს.
ნახვა »
26/თებერვალი/2020
12 სურათი
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020-ის გახსნის ღონისძიება ჩატარდა.  პროექტ ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020, დასკვნითი ეტაპი იმართება 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით დაბა კოჯორში. 

კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები უცხოეთიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან (თსუ; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის ქართული უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სკოლებიდან (ქ. რუსთავის #13 საჯარო სკოლა; თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) 6 დღის განმავლობაში მოისმენენ თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ძალიან საინტერესო ლექციებს.   პროექტის მოდერატორები ელგუჯა ხინთიბიძე, დარეჯან თვალთვაძე, თამარ პაიჭაძე  არიან .




ნახვა »
26/თებერვალი/2020
10 სურათი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.
ხელშეკრულების მიზანი მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაა. მემორანდუმის თანახმად, თსუ სტუდენტები თემატურ სტაჟირებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაივლიან შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ითანამშრომლებს უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებთან, აფხაზეთის ენისა და კულტურის ცენტრთან. თანამშრომლობა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის, სამართლებრივი შეფასებისა და გასაჯაროების ეფექტიანი ფორმების შემუშავება-განზოგადოებას, ერთობლივ საქმიანობას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენისა და მშვიდობის  მშენებლობის  საკითხებში.

ნახვა »
25/თებერვალი/2020
18 სურათი
ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შემდეგ პოლონელმა ეკონომისტმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“, რომლის დროსაც ისაუბრა ბაზრის თავისუფლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ნაკლებ ჩარევასა და რეგულაციებზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის შემდეგ ლეშეკ ბალცეროვიჩმა თსუ სტუდენტების, პროფესორებისა და სტუმრების კითხვებს უპასუხა. 
ნახვა »
20/თებერვალი/2020
13 სურათი
გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის სერია „ლიბერთინსის“ პროექტის მენეჯერის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სკოლის მოსწავლეებისა და ,,პალიტრა L’’-ის სერიული გამოცემის  „ლიბერთინსის“  პროექტის მენეჯერის შეხვედრა.
,,ლიბერთინსი’’ თინეიჯერების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა ,,პალიტრა L’’ ქართულ ენაზე გამოსცემს. ლიბერთინსი ინოვაციური პროექტია, მან 70-ზე მეტი წიგნი სწორედ თინეიჯერების ჯგუფის რეკომენდაციით გამოსცა. უამრავ ბავშვს შეაყვარა კითხვა და ეს თაობა წიგნთან უფრო დააახლოვა.
ნახვა »
« 1 ... 3 4 5 6 7 ... 198 »