ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 2 3 4 5 ... 198 »
17/მარტი/2020
7 სურათი
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საფრანგეთს ელჩს დიეგო კოლასს უმასპინძლა. 
შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ფრანგული ენის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართულ-ფრანგული ინსტიტუტის მუშაობის პროცესებზე,  ახალ ერთობლივ კვლვებზე, გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ნახვა »
16/მარტი/2020
8 სურათი
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში(ISET) ონლაინ ლექციები დაიწყო
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 16 მარტიდან სტუდენტებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტრონული სწავლების საერთაშორისო მოდელს სთავაზობს. ინტერაქციული ონლაინ ლექციები პილოტირების რეჟიმში დღეს დაიწყო. ელექტრონული სასწავლო პროცესის დაწყებას თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი თამარ სხულუხია დაესწრნენ.
პროცესი ითვალისწინებს ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით. 
ინტერაქციული ლექციებისას სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ საკლასო დისკუსიებსა და განხილვებში.
ონლაინ პლატფორმა ერთდროულად 300-მდე სტუდენტისთვის ლექციის სინქრონულ რეჟიმში გადაცემის (ე.წ.ლაივსტრიმის საშუალებას იძლევა. ჭკვიან დაფებს (Smartboards) აქვს დაფისა და სალექციო მასალის ონლაინ რეჟიმში გაზიარების ფუნქცია.


ნახვა »
11/მარტი/2020
14 სურათი
"ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" (CISI) კონსორციუმის შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებისა და გამოწვევების საკითხზე,  "ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) კონსორციუმის შეხვედრა გაიხსნა. კორონავირუსთან (COVID 19) დაკავშირებული საფრთხიდან გამომდინარე  უცხოელ მონაწილეთა  და  საქართველოს  სხვადასხვა  რეგიონის  წარმომადგენელთა  ჩართვა შეხვედრაში მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში. 

პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის შედეგად განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასსხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. 

ნახვა »
4/მარტი/2020
10 სურათი
საჯარო ლექცია: „მუსიკათერაპიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2020 წლის 2-9 მარტს მასპინძლობს გერმანიის, აუგსბურგის უნივერსიტეტის პროფესორს, მუსიკათერაპევტს, სუზან მეცნერს და ბად ვალდზეეს სახელმწიფო სარეაბილიტაციო კლინიკის ხელოვნებითი თერაპიის განყოფილების გამგეს, ლიცენზირებულ მუსიკათერაპევტს, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სუზან მეცნერის  საჯარო ლექციას თემაზე: „მუსიკათერაპიის  პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“ „Musictherapy – Insights into Fields of practice“. 
ნახვა »
4/მარტი/2020
3 სურათი
მრავალშვილიანი დედა მანანა ბოსიკაშვილი დაჯილდოვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალწლიანი საქმიანობისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის თსუ მატერიალური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელი, მრავალშვილიანი დედა მანანა ბოსიკაშვილი დაჯილდოვდა. ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელი თსუ კანცელერმა ლაშა საღინაძემ მანანა ბოსიკაშვილს დედის დღესთან დაკავშირებით გადასცა. 

ნახვა »
4/მარტი/2020
4 სურათი
მიქაელ ცურის საჯარო ლექცია
თსუ იურიდიული ფაკულტეტი მსოფლიოში ცნობილ მედიატორ მიქაელ ცურის მასპინძლობს, რომელიც საჯარო ლექციაზე რთულ ვითარებაში მოლაპარაკებების მართვის შესახებ საუბრობს.
მიქაელ ცური ისრაელის თავდაცვის ძალების კრიზისების მართვისა და მოლაპარაკების ჯგუფის წევრია. იგი პირველი მედიატორია, ვინც 1990-იან წლებში ისრაელის უზენაეს სასამართლოში საქმიანობა დაიწყო.
ამჟამად მიქაელ ცური საქმიანობს ისეთ კორპორაციებში, როგორიცაა Google, Procter & Gamble, Toyota, Microsoft Corporation, Philips, Siemens, Hogan Lovells და სხვები.
ნახვა »
« 1 2 3 4 5 ... 198 »