ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 2 3 4 ... 198 »
22/ივლისი/2020
7 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - თანამედროვე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგი მეცნიერი ექსპერტების მიერ ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - თანამედროვე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევები“. კონფერენციაზე განხილული იქნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში კავკასიის რეგიონში დღეს არსებული გეოპოლიტიკური და გეოეკონოიკური საფრთხეები და გამოწვევები; კავკასიაში არსებული გეოსტრატეგიული ფონი და სამხედრო კონფლიქტების ტრანსფორმაციის ახალი მიდგომები; კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიული მიდგომები კავკასიის რეგიონის მაგალითზე. 
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები.
ნახვა »
6/ივლისი/2020
4 სურათი
წიგნის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა
15 ივნისს გაიმართა წიგნის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა, რომელიც თსუ 2019 წელს დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ წარმატებით განხორციელების ფარგლებში გამოიცა. წიგნის თანავტორეები არიან თსუ ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ბაკალავრი მარიამ ჯაფოშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), დოქტორანტი დემეტრე მოდებაძე, და მაგისტრანტები: მერი ჩიტიშვილი, სალომე თაბაგარი.

წიგნში განხილულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია 1 ქალაქი და მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიულ მართვის ორგანოში გაერთიანებული, საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრებით გამორჩეული 30 სოფელი.

წარდგენას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუზეუმების, ბიბლიოთეკის, სკოლებისა  და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ნახვა »
29/ივნისი/2020
3 სურათი
ელექტრონული ალმანახის "მერმისი"-ს XI ნომერი
ელექტრონული ალმანახის „მერმისი“-ს (სტუდენტთა სამეცნიერო შრომები) ახალი XI ნომრის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა Zoom-ის ელექტრონულ პლატფორმაზე. ელექტრონული ალმანახის ახალ ნომერში წარმოდგენილია 27 არჩეული მოხსენება რვა სექციიიდან. ჟურნალის ელექტრონული მისამართი (ლინკი) დაიდება სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ფბ გვერდზე.
ნახვა »
26/ივნისი/2020
2 სურათი
VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიხსნა. კონფერენცია Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ პროფესორები, სტუდენტები, მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ,  დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, რუსეთი აზერბაიჯანი. 
კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია მიესალმნენ.
VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა", რომელიც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 15 წლის იუბილეს ეძღვნება 27 ივნისამდე გაგრძელდება.

ნახვა »
21/აპრილი/2020
4 სურათი
ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში დისტანციურად გაიმართა ტრენერების კურსი დამწყებთათვის. კურსს უძღვებოდა ტრენერი ლალი ჭელიძე. მსმენელებს თსუ-ს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ნახვა »
« 1 2 3 4 ... 198 »