გალერეა
9/დეკემბერი/2019
5 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ამის შესახებ მემორანდუმს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ჩართული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლასთან ერთად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში. ორმხრივი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება; ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისთვის.
6/დეკემბერი/2019
4 სურათი
თსუ-სა და "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ფონდის პროექტის ფარგლებში „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა კულტურის, ინკლუზიური განათლებისა და ხელოვნების სფეროში, კერძოდ, ინკლუზიური სპექტაკლების გამართვის ხელშეწყობის მიმართულებით.
6/დეკემბერი/2019
10 სურათი
თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ორი წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ორივე წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის “ანისი - ქართული კულტურული მემკვიდრეობა” (გრანტი #HE15-22) ფარგლებში მომზადდა.
პირველი წიგნი – კრებული სათაურით: "ანისი გზაჯვარედინზე" პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების კრებულია. კონფერენცია 2017 წლის ნოემბერში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეგიონითა და თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან.
მეორე წიგნი - "მასალები ანისის წმ. გრიგოლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლისთვის", ცნობილი ხელოვნებათმცოდნის და რესტავრატორის, ნიკოლაი სიჩოვის მიერ 1911 წელს ანისში განხორციელებული სამუშაოს დღიურის პუბლიკაციაა. ეს მასალები ინახება სანკტ-პეტერბურგის მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში. XIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართველი ოსტატების მიერ შექმნილ ამ მოხატულობას დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის ქრისტიანული ხელოვნების შესწავლისთვის.
პუბლიკაცია მომზადდა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლობით. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
6/დეკემბერი/2019
9 სურათი
მექსიკის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მექსიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რეზიდენციით ანკარაში,
ხოსე ლუის მარტინესი ესტუმრა. დელეგაციას თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებსა და, ზოგადად, ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობებზე, შესაძლო გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
ნახვა »
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებსა და, ზოგადად, ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობებზე, შესაძლო გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
6/დეკემბერი/2019
14 სურათი
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც კონფერენციის როგორც წევრი, ასევე არაწევრი კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში თსუ რექტორი, კონფერენციის თავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი დიმიტრი ბერაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე მინისტრების მოადგილეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები. ღონისძიებაზე, ასევე, იმსჯელეს 2020/2021 მისაღები გამოცდების და საგამოცდო დისციპლინების განსაზღვრაზე.
5/დეკემბერი/2019
8 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმები თსუ-სთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალ "Save the Children International"-ის საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს, შ.პ.ს. „ეთნო-ტურსა“ და „ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებასთან.“
უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი "Save the Children International" თსუ-ს 5 ტრენინგ-მოდულს უსასყიდლოდ გადასცემს. ტრენინგ-მოდულები სტუდენტებს დაეხმარება გარდამავალი უნარების განვითარებაში მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. თსუ-ის მიერ შერჩეული 13 ტრენერი მომზადდება შემდეგ საკითხებში: კომუნიკაციის უნარები; გუნდური მუშაობის უნარები; მეწარმეობასთან დაკავშირებული უნარები; პრობლების გადაჭრა/გადაწყვეტილების მიღების უნარები; სწავლების სწავლა (Learning to Learn).
შ.პ.ს. „ეთნო-ტურთან“ (იგი ტურიზმის ბაზარზე ერთ-ერთი ცნობილ ტუროპერატორია), გაფორმებული მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარება პროფესიული
უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა, რაც გულისხმობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებას პროფესიული მიმართულებით. "ეთნო-ტურის" შეთავაზებაა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების და ისტორიის მიმართულების სტუდენტების დასაქმება მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. "ეთნო-ტური" ტურიზმის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე სტუდენტებს კარიერული განვითარების მიზნით ტრენინგებს შესთავაზებს.
„ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებასთან“ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, პრაქტიკის განმახორციელებლისთვის საკადრო რეზერვის შექმნა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რათა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა: პრაქტიკაში გამოსცადონ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები; პრაქტიკული უნარების განვითარების გზით უკეთ მოემზადონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.




