გალერეა
11/დეკემბერი/2019
15 სურათი
რეგიონული კონფერენცია - „მარჯორი უორდროპი - 150“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გაიმართა თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს რეგიონული კონფერენცია - „მარჯორი უორდროპი - 150“. კონფერენცია მიეძღვნა მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლისთავს.
საგანგებოდ ამ დღისთვის დიბეჭდა წიგნი - „მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე გაიმართა.
მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირველად 1998 წელს გახდა ცნობილი სამეცნიერო წრეებში. ეს მასალები უორდროპების ფონდში აღმოაჩინა პროფესორმა მარიკა ოძელმა, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს. 2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე და მარიკა ოძელი, სამინისტროს მხარდაჭერით, მივლინებით იმყოფებოდნენ ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში სამუშაოდ. მათ საქართველოში ჩამოიტანეს მარჯორის ლექსიკონის ფოტოასლები და სტუდენტებთან ერთად დაიწყეს მუშაობა მათ გაციფრებასა და შესწავლაზე. სწორედ მარჯორის ეს ლექსიკონი იბეჭდება წიგნად კომენტარებით.
11/დეკემბერი/2019
10 სურათი
ელდარ ნადირაძის 70 წლის იუბილესადმი მიღძვნილი სესია
ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ელდარ ნადირაძის 70 წლის იუბილესადმი მიღძვნილი სესია გაიმართა.
ნახვა »
10/დეკემბერი/2019
14 სურათი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო- კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებების პროფესორებმა და ასოცირებულმა პროფესორებმა.
10/დეკემბერი/2019
10 სურათი
ალექსანდრა ბრაკენის წიგნის „მოგზაური“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ალექსანდრა ბრაკენის წიგნის „მოგზაური“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა ,,პალიტრა L’’-ის მიერ, პროექტ ,,ლიბერთინსის’’ ფარგლებში. წიგნი წარადგინა მწერალმა, ელის დოჯსონმა და პროექტის მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ. ასევე, გაიმართა ,,ლიბერთინსის’’ სერიის წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით. ღონისძიების შემდეგ, გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-მა, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს საჩუქრად გადასცა უახლესი გამოცემები
10/დეკემბერი/2019
24 სურათი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და თსუ-ს ერთობლივ ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები, რომელზეც სტუდენტების მიღება 2020-2021 სასწავლო წლიდან ცხადდება. პირველად საქართველოში, 2020 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფ.
ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან.
9/დეკემბერი/2019
12 სურათი
ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოსაჩენად შექმნილი სამუშაო ჯგუფის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მხარი დაუჭირა ქართველ მეცნიერთა ინიციატივას ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. დაგეგმილია სამეცნიერო დარგთაშორისი კონფერენციები საქართველოსა და საზღვარგარეთ, ასევე გამოიცემა და ონლაინ სივრცეში განთავსდება ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურა.




