ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 15 16 17 18 19 ... 198 »
4/დეკემბერი/2019
7 სურათი
„თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” დაფუძნების ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” დაფუძნების ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი  გახლდათ   საადვოკატო ბიურო “OK & CG” (ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი).  ამავე ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ცენტრსა და საადვოკატო ბიუროს შორის, რის შემდეგაც საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ჟურნალის გამოცემის დეტალებსა და ცენტრის სამომავლო გეგმებზე.  ღონისძიებას შრომის სამართლის სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

ნახვა »
2/დეკემბერი/2019
11 სურათი
კონფერენცია "საქართველო და შორეული აღმოსავლეთის სამყარო: ისტორია, თანამედროვეობა და ახალი პერსპექტივები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება ატარებს V სამეცნიერო კონფერენციას “საქართველო და შორეული აღმოსავლეთის სამყარო: ისტორია, თანამედროვეობა და ახალი პერსპექტივები“.
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა მოიცავს: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ. გახსნას დაესწრებიან საქართველოში ჩინეთისა და იაპონიის საელჩოების წარმომადგენლები. 
კონფერენცია გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.
ნახვა »
2/დეკემბერი/2019
13 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია - „მწვანე მობილიზაცია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია-„მწვანე მობილიზაცია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში (GreeMo)” ჩატარდა. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლაიფციგის სახელობის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის ((IfL) გერმანია), ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტისა (გერმანია) და  ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის (ყირგიზეთი) ორგანიზებით სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
კონფერენციამ თავი მოუყარა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მწვანე მობილიზაციის საკითხებზე მომუშავე აქტივისტებსა და მკვლევრებს. ამასთან, წარმოდგენილნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მუნიციპალური მთავრობისა და გეგმარებითი სტრუქტურების წარმომადგენლები. 
ნახვა »
30/ნოემბერი/2019
5 სურათი
თამარ სადრაძის წიგნის პრეზენტაცია
2019 წლის 30 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თამარ სადრაძის წიგნის - „ევთანაზია და ფეტუსის სისხლისსამართლებრივი დაცვის პრობლემები".
ღონისძიებას ესწრებოდა როგორც თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე, მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და პრაქტიკოსი იურისტები. 
ნახვა »
29/ნოემბერი/2019
16 სურათი
რექტორის შეხვედრა თსუ „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებთან
2019 წლის 28 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდა „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს. ფუნქციონირებს თსუ-ში და არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივი პროექტი.
სკოლა დაფუძნდა და საქმიანობა დაიწყო 2019 წლის გაზაფხულზე, თუმცა მიუხედავად მცირე დროისა, უკვე გადამზადდა დაახლოებით 50 მოსწავლე.
სკოლაში მიიღებიან V-X კლასის მოსწავლეები და სწავლობენ შემდეგ საგნებს: ასტრონომია, ადამიანის უფლებები, ეთნოგრაფია, კრიმინალისტიკა, გეოგრაფიული უცნაურობები, ლოგიკური ამოცანები, საქართველოს ისტორია, ხელოვნება, ასევე მათ უტარდებათ ცდები ფიზიკასა და ქიმიაში. მოსწავლეებს საგნებს უკითხავს თსუ აკადემიური პერსონალი.
გიორგი შარვაშიძემ მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და მიღწევები, ისაუბრა განათლების სფეროს განვითარების აუცილებლობასა და თსუ როლზე ამ პროცესში. 
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი ვასილ გონაშვილი.
ნახვა »
29/ნოემბერი/2019
8 სურათი
სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნეიროქირურგ ჯეიმს რ.დოთის შეხვედრა სტუდენტებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნეიროქირურგი ჯეიმს რ.დოთის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. პროფესორი ჯეიმს რ.დოთი ასევე არის სტენფორდის თანაგრძნობის და ალტრუიზმის კვლევითი ცენტრის (CCARE) დირექტორი, რომლის დაფუძნებელიც დალაი ლამაა. შეხვედრას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია.  
პროფესორი ჯეიმს რ.დოთი როგორც მეცენატი მთელი მსოფლიოს გარშემო სამედიცინო კლინიკებს მხარს უჭერს ნეირო-მეცნიერებების მიმართულებით კვლევების განხორციელებაში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნეიროქირურგიის კათედრის დაფუძნებაში სხვასახვა უნივერსიტეტებში, მათ შორის  სტენფორდში.
სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნეიროქირურგი ჯეიმს რ.დოთი საქართველოში „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მოწვევით იმყოფება.
ნახვა »
« 1 ... 15 16 17 18 19 ... 198 »