ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 12 13 14 15 16 ... 198 »
16/დეკემბერი/2019
15 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის

ასოცირების შეთანხმების საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საკითხებზე აკადემიური კვლევების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს.


ნახვა »
13/დეკემბერი/2019
10 სურათი
თსუ მაღლივ კორპუსში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა
თსუ მაღლივ კორპუსში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა. კაფეტერიის მუშაობას თსუ ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანთან, გიორგი ღაღანიძესთან ერთად გაეცნო. კვების ახალი ობიექტი თსუ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს მოემსახურება.
ნახვა »
13/დეკემბერი/2019
10 სურათი
,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ მე-9 ნომრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალის, ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“  მე-9 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პატროლოგიის, კრიტიკული ჰაგიოგრაფიისა და საეკლესიო ისტორიის ჟურნალ “Scrinium”-ის რედაქტორი, პროფესორი ბასილ ლურიე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
ჟურნალი ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის 130 წლისთავს.

ნახვა »
12/დეკემბერი/2019
10 სურათი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში: მონიტორინგი, პრევენცია, შედეგების შერბილება“ გაიმართება. კონფერენცია საქართველოში რეგულარული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური და სეისმური დაკვირვებების ორგანიზების 175 და 120 წლისთავს  მი ეძღვნა ონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი  გახლდათ .

ნახვა »
12/დეკემბერი/2019
9 სურათი
თსუ პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო
თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი. 2019 წლის შემოდგომის ნაკადზე თსუ-მ 8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი,  შემფასებელი მიიღო სტუდენტები. წელს თსუ-ში პროფესიულ პროგრამებზე მისაღებად  საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. ერთ ვაკანტურ ადგილზე - საშუალოდ 6 მსურველი მოდიოდა.  ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, ასევე უკვე დასაქმებულები, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის მიღება. 
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხული აპლიკანტები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან. თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.


ნახვა »
11/დეკემბერი/2019
8 სურათი
უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა „Stipendium Hungaricum“
უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით არსებულ შესაძლებლობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით საქართველოში უნგრეთის საელჩოს კონსული, ანიკო ფარკაში, განათლების საერთაშორისო  ცენტრის წარმომადგენელთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდეტებს შეხვდენენ. 
უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum“  ადმინისტრირებას ახორციელებს განათლების საერთაშორისო ცენტრი 2020-2021 სასწავლო წლისთვის. პროგრამა  ითვალიწინებს უნგრეთში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.

ნახვა »
« 1 ... 12 13 14 15 16 ... 198 »