ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 147 148 149 150 151 ... 198 »
28/სექტემბერი/2017
5 სურათი
საჯარო ლექცია „ოჯახის ეთიკა-ადრეული ქრისტიანობა და ბიზანტია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოწვევით საჯარო ლექცია „ოჯახის ეთიკა-ადრეული ქრისტიანობა და ბიზანტია“ წაიკითხა ჰალე-ვიტენბერგის მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელია ჰორნიმ.

ნახვა »
27/სექტემბერი/2017
7 სურათი
საჯარო ლექცია "რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას. მიმართება ენასა და ეროვნულობას შორის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფრგლებში პროფესორ თინათინ მარგალიტაძის საჯარო ლექცია "რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას. მიმართება ენასა და ეროვნულობას შორის" გაიმართა.
ნახვა »
27/სექტემბერი/2017
5 სურათი
საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“
UNESCO-ს მიერ მიმდინარე წლის ნიკოლოზ ბარათშვილის წლად გამოცხადებას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება. სიმპოზიუმის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქართული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.


ნახვა »
27/სექტემბერი/2017
9 სურათი
ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური გაიმართა.
ნახვა »
27/სექტემბერი/2017
10 სურათი
საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში.            




ნახვა »
27/სექტემბერი/2017
6 სურათი
ABET აკრედიტაციის ექსპერტები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ABET აკრედიტაციის ექსპერტები - პროფესორები ჯო ტურნერი და ფრენკ ნოელი ეწვივნენ. საერთაშორისო ექსპერტებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანებთან რამაზ ხომერიკთან და კენ უოლშთან. კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტებმა მოამზადეს სასწავლო პროგრამების დეტალური თვითშეფასება, კურიკულუმის ცვლილებები და სხვა დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ABET აკრედიტაციისთვის. ყველა დოკუმენტი დეტალურად იქნა განხილული ექსპერტთა ვიზიტის დროს და გამოითქვა კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები. 
ნახვა »
« 1 ... 147 148 149 150 151 ... 198 »