ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 142 143 144 145 146 ... 198 »
6/ოქტომბერი/2017
6 სურათი
„შავი ზღვის საქართველოს სექტორის ოპერატიულთან მიახლოებული პროგნოზის სისტემა“
თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტში, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პრეზენტაციები:„შავი ზღვის საქართველოს სექტორის ოპერატიულთან მიახლოებული პროგნოზის სისტემა“. (მომხსენებლები:დემურ დემეტრაშვილი, ავთანდილ კორძაძე); „კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო განახლებული სისტემა და საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მოდიფიკაციების განვითარების პერსპექტივები“ (მომხსენებლები:ავთანდილ ამირანაშვილი,  ვიქტორ ჩიხლაძე) გაიმართა.

ნახვა »
6/ოქტომბერი/2017
3 სურათი
ღია კარის დღე თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა.
ნახვა »
5/ოქტომბერი/2017
9 სურათი
„ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება არაქართველი სტუდენტებისთვის - შედეგები და პერსპექტივები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პროფესორმა კახა გაბუნიამ პრეზენტაცია „ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება არაქართველი სტუდენტებისთვის - შედეგები და პერსპექტივები“ გამართა.


ნახვა »
5/ოქტომბერი/2017
7 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ლიტერატურის კომისიამ  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კონფერენცია "ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში" გამართა.
ნახვა »
5/ოქტომბერი/2017
15 სურათი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინოვაციური კვლევები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინოვაციური კვლევების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ბუკლეტები, რომელშიც ასახულია კვლევის ინოვაციურობა, გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია, ჩატარების პროცედურები და მიღებული შედეგები. აგრეთვე,  მოეწყო ამ პროექტების ვიდეოპრეზენტაცია.
ნახვა »
5/ოქტომბერი/2017
26 სურათი
საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკური კონგრესი - „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკური კონგრესი „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“ გაიხსნა. კონგრესის მსვლელობისას გამოიფინა თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები, რომელიც საუკუნის მანძილზე ემსახურებოდა სამედიცინო განათლებას უნივერსიტეტში და ახალი გამოცემები; აგრეთვე, მედიცინის ფაკულტეტის დამფუძნებლებისა და ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოები.

ნახვა »
« 1 ... 142 143 144 145 146 ... 198 »