ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 143 144 145 146 147 ... 198 »
4/ოქტომბერი/2017
5 სურათი
საჯარო ლექციები თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტში
მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში  საჯარო ლექციები: „მეწყრული მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემები“(მომხსენებელი აკად. თ. ჭელიძე) და „კავკასიის რეგიონის სამგანზომილებიანი გეოთერმული, თერმოდრეკადი და ლითოსფეროს ტომოგრაფიული მოდელი“ (მომხსენებელები  აკად. თ.ჭელიძე, პროფ. ჯ.ქირია) გაიმართა.


ნახვა »
4/ოქტომბერი/2017
6 სურათი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თბილისის „ლოკომოტივს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა და „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მოაწერეს.


ნახვა »
4/ოქტომბერი/2017
33 სურათი
ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის I საერთაშორისო კონგრესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი "შარდ-სასქესო სიტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები" გაიმართა.


ნახვა »
4/ოქტომბერი/2017
22 სურათი
„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“ გაიმართა, რომელიც  გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის და კარტოგრაფის ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ნახვა »
4/ოქტომბერი/2017
6 სურათი
შეხვედრა PESTUGE-ს პროექტის ფარგლებში
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დუბლინის უნივერსიტეტის, თრინითი კოლეჯის, ულსტერის უნივერსიტეტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ,,ერასმუს+’’-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი - "მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში"(PESTUGE). შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ,,ერასმუს+’’-ის ეროვნული ოფისის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.



ნახვა »
4/ოქტომბერი/2017
15 სურათი
თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა კილის უნივერსიტეტის (გერმანია) აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის პროფესორს, ალექსანდრე ტრუნკს.

ნახვა »
« 1 ... 143 144 145 146 147 ... 198 »