ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 140 141 142 143 144 ... 198 »
10/ოქტომბერი/2017
7 სურათი
წიგნის „ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია
თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოს მეცნიერების დასმსახურებული მოღვაწის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იოსებ მეგრელიძის წიგნის „ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1930-2016 წლების მასალა:სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატიები, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა.
ნახვა »
10/ოქტომბერი/2017
5 სურათი
წიგნის ,,გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრაქტიკოსი იურისტების - პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ დაწერილი წიგნის ,,გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
10/ოქტომბერი/2017
23 სურათი
"დოიჩე ველე - გერმანული ტალღის" ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "დოიჩე ველე - გერმანული ტალღის" ვიცე-პრეზიდენტმა გვიდო ბაუმჰაუერმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ახალ ტექნოლოგიებსა და მედია-მარკეტინზე საჯარო ლექცია წაიკითხა და "დოიჩე ველეს" გამოცდილება გაუზიარა .
ნახვა »
10/ოქტომბერი/2017
16 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი იურიდიულ ფაკულტეტსა და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს შორის
თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ამირანაშვილმა მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა და ცენტრის ამერიკელი წევრის, ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორის, რიჩარდ ბეილსის საჯარო ლექცია.
ნახვა »
9/ოქტომბერი/2017
3 სურათი
პროფესორ ბეილსის სემინარი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებით, ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორმა, ამავე კოლეჯის ყოფილმა დეკანმა, თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის წევრმა, რიჩარდ ბეილსმა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ჩაატარა სემინარი ამერიკის შრომის სამართლის შესახებ.
ნახვა »
9/ოქტომბერი/2017
5 სურათი
DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2018-2019 სასწავლო წლისთვის.
ნახვა »
« 1 ... 140 141 142 143 144 ... 198 »