ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 141 142 143 144 145 ... 198 »
9/ოქტომბერი/2017
14 სურათი
თსუ პროფესორს „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ გადაეცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორ თეა შურღაიას თავრიზის (ირანი) უნივერსიტეტის „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ გადაეცა. თსუ ირანისტიკის მიმართულების პროფესორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის მეგობრული, კულტურულ-სამეცნიერო კავშირების გაღრმავებასა და სპარსული ენის, ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციაში.


ნახვა »
7/ოქტომბერი/2017
6 სურათი
შემეცნებითი ლექცია და ექსკურსია გრაკლიანის გორაზე
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თბილისის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გრაკლიანის გორაზე ექსკურსია და შემეცნებითი ლექცია გამართა.
ნახვა »
6/ოქტომბერი/2017
6 სურათი
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლების საჯარო ლექციები თსუ-ში
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლების საჯარო ლექციები თსუ-ში. ლექციებს კითხულობდნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სასწავლო დაწესებულების მდივანი ჰერმან ვონ ჰებელი, დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორი პიტერ დე ბაანი, პროკურატურის კომპეტენციისა და თანამშრომლობის განყოფილების იურისდიქციის ხელმძღვანელი - ფაკისო მოჩოჩოკო.


ნახვა »
6/ოქტომბერი/2017
9 სურათი
„იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობს  მიიღეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენლებმა აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ტაივანიდან.

ნახვა »
6/ოქტომბერი/2017
9 სურათი
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანია საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის.

ნახვა »
6/ოქტომბერი/2017
9 სურათი
თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 141 142 143 144 145 ... 198 »