ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 130 131 132 133 134 ... 198 »
4/დეკემბერი/2017
14 სურათი
ექსპერტებისა და საქართველოს კვლევითი უნივერსიტეტების რექტორების სამუშაო შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის - Policy Support Facility ფარგლებში, ექსპერტებისა და საქართველოს კვლევითი უნივერსიტეტების რექტორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. Policy Support Facility გულისხმობს დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით.


ნახვა »
4/დეკემბერი/2017
12 სურათი
ირანული ფილმების ფესტივალი
ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაციის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ თბილისში  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ირანული ფილმების ფესტივალი გამართა, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იყო ოთხი ირანული ფილმი.
ნახვა »
1/დეკემბერი/2017
7 სურათი
ბუშეჰრის (ირანი) სპარსეთის ყურის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბუშეჰრის (ირანი) სპარსეთის ყურის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სპარსეთის ყურის უნივერსიტეტის რექტრმა აბდოლმაჯიდ მოსლეჰიმ ურთიერთთანამშრომლეობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ნახვა »
1/დეკემბერი/2017
15 სურათი
სამეცნიერო მონოგრაფიის წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ასოცირებული პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის სამეცნიერო მონოგრაფიის - „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები“ წარდგენა.
ნახვა »
29/ნოემბერი/2017
9 სურათი
დავით ევგენიძის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის, ორგანიზებით კომპოზიტორისა და მუსიკოსის დავით ევგენიძის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა:ლევან კემულარიამ, ვაკო გუკასოვმა, მერაბ სანოძემ, მარიამ ნოზაძემ.
ნახვა »
28/ნოემბერი/2017
22 სურათი
„შემოდგომის ლეგენდა 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოების საღამო გაიმართა, რომელზეც „შემოდგომის ლეგენდის" 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი თსუ-ს სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა. დაჯილდოების საღამოზე გამოვლინდა ონლაინ კონკურსის გამარჯვებულიც - ნინო მოდებაძე.






ნახვა »
« 1 ... 130 131 132 133 134 ... 198 »