ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 128 129 130 131 132 ... 198 »
15/დეკემბერი/2017
12 სურათი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება გაიმართა.

საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს.

ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება პირველად 1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას ისახავდა მიზნად.
ნახვა »
12/დეკემბერი/2017
12 სურათი
,,ჩემო კალამო’’ - ილია ჭავჭავაძის შემოქმედება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
12 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა ,,ჩემო კალამო - ილია ჭავჭავაძის შემოქმედება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’ გაიხსნა.

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა მისი ნაშრომებისა და პუბლიცისტური წერილების გამოფენა.

ნახვა »
12/დეკემბერი/2017
20 სურათი
ესეების კონკურსის „გერმანულ-ქართული ურთიერთობები“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
11 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსის: „გერმანულ-ქართული ურთიერთობები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსი გამოცხადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და რაინლანდ ერფტის ლიტერატურული გაერთიანების ორგანიზებით და მიეძღვნა საქართველო-გერმანიის მეგობრობის იუბილეს. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონების  საჯარო და კერძო სკოლებიდან.

ნახვა »
12/დეკემბერი/2017
8 სურათი
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა:

12 დეკემბერს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ილია ჭავჭავაძე - 180“. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან, გერმანიის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან.






ნახვა »
12/დეკემბერი/2017
9 სურათი
დათო მაღრაძის წიგნის „AVE, EVA!” წარდგინება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის „AVE, EVA!” წარდგინება გაიმართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ნახვა »
8/დეკემბერი/2017
5 სურათი
ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით აკადემიკოს აპოლონ სილაგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 128 129 130 131 132 ... 198 »