ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 129 130 131 132 133 ... 198 »
7/დეკემბერი/2017
3 სურათი
„ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე სამყარო: ქართულ-უკრაინული დიალოგი“
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია „ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე სამყარო: ქართულ-უკრაინული დიალოგი“ გაიმართა. წარმოდგენილი მოხსენებების მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, მისი ნაწარმოებებისა და მსოფლმხედველობის რეცეფციის გამოვლენა უკრაინულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. თანამონაწილე ორგანიზაციები: საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია; კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინული ლიტერატურის ისტორიის, თეორიისა და ლიტერატურული შემოქმედების კათედრა; უკრაინის საელჩო საქართველოში. კონფერენციის დასასრულს შედგა პროფესორ ოთარ ბაქანიძის ახალი მონოგრაფიის „ვინ მოყვარესა არ ეძებს...“ პრეზენტაცია.

ნახვა »
6/დეკემბერი/2017
10 სურათი
გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო სხდომა გამართა. გივი მაჭავარიანის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ცენტრალური ადგილი ეკავა კავკასიური და ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, აგრეთვე, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემატიკას.
ნახვა »
6/დეკემბერი/2017
8 სურათი
"მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში"
თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით მესამე საერთაშორისო კონფერენცია "მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში" გაიმართა, რომელიც პროფესორ დავით გორდეზიანის 80 წლისთავს მიეძღვნა.


ნახვა »
6/დეკემბერი/2017
11 სურათი
ანა დოლიძის წიგნის „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, სამართლის დოქტორის ანა დოლიძის წიგნის „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.
    








ნახვა »
5/დეკემბერი/2017
8 სურათი
საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული კულტურული დღეების ფარგლებში გაიმართა ისტორიის დოქტორის პიტერ პალ კრანიცის საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის მისტოტფალუში კიშ მიკლოშის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. უნგრელი ტიპოგრაფი მისტოტფალუში კიშ მიკლოში პირველი იყო, ვინც იმერეთის მეფის არჩილის დავალებით, 1684 წელს, პირველად მოჭრა ქართული ანბანი.
ნახვა »
5/დეკემბერი/2017
8 სურათი
სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 129 130 131 132 133 ... 198 »