ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 127 128 129 130 131 ... 198 »
21/დეკემბერი/2017
12 სურათი
საახალწლო ღონისძიება თსუ სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება TSU NEW YEAR PARTY 2018 გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს: REGGAEON, DJ'S MACHAIDZE, ENDORPHINS.

ნახვა »
20/დეკემბერი/2017
12 სურათი
საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში თსუ-ის გუნდმა პირველი ადგილი დაიმსახურა.
ნახვა »
20/დეკემბერი/2017
15 სურათი
ჟურნალების - „გზავნილი გურიიდან“ და „გზავნილი ბაღდათიდან“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალების - „გზავნილი გურიიდან“ და „გზავნილი ბაღდათიდან“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები, მაისში, გურიის რეგიონსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ და ხუთი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ადგილზე არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ჟურნალები მომზადებულია სასწავლო საგნის „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში.
ნახვა »
19/დეკემბერი/2017
12 სურათი
„ერისიონის’’ კონცერტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ანსამბლ „ერისიონის’’ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.



ნახვა »
18/დეკემბერი/2017
15 სურათი
იაპონური კულტურის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების" და იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით "იაპონური კულტურის საღამო" გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, ლექსები და სიმღერები იაპონურ ენაზე, ჩატარდა ვიქტორინა, ვორქშოფები კალიგრაფიასა და ორიგამის ხელოვნებაში.
ნახვა »
18/დეკემბერი/2017
11 სურათი
სტატიათა კრებულის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და იტალიის ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის საფუძველზე, ინგლისურ ენაზე შექმნილი ერთობლივი სტატიათა კრებულის "RECONSIDERING GENDER BASED-VIOLENCE AND OTHER FORMS OF VIOLENCE AGAINST WOMEN" COMPARATIVE RESEARCH/ANALYSIS IN THE LIGHT OF THE ISTANBUL CONVENTION პრეზენტაცია გაიმართა.




ნახვა »
« 1 ... 127 128 129 130 131 ... 198 »