ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

8/დეკემბერი/2016
5 სურათი
,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ვეფხისტყაოსნის უკრაინული და უცხოური თარგმანების, ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების  შესახებ. კონფერენციის ფარგლებში  გაიმართა თსუ-სა და კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული თარგმანების  კრებულის "ენა ზეციური"  და პოემის უკრაინული თარგმანის აუდიო ჩანაწერის პრეზენტაცია. კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად უკრაინიდან. კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, უკრაინისტიკის ინსტიტუტისა და საქართველოს ლიტერატურთმცოდნეობის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.


ნახვა »
8/დეკემბერი/2016
5 სურათი
კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციამ კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციური თერაპიის სწავლების მეათე წლისთავს ეძღვნება. თსუ ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ოკუპაციური თერაპია ისწავლება. კონფერენციის ძირითადი მიზანია ოკუპაციური თერაპიის სწავლების ათწლიანი გამოცდილების შეფასება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებათა გაანალიზების ფონზე, საერთაშორისო პროექტების ინიცირება და რეგიონში ოკუპაციური თერაპიის ცნობადობის დონის ამაღლება.

ნახვა »
7/დეკემბერი/2016
7 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია გენდერის კვლევაში - ,,ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-8 ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას გენდერის კვლევაში - ,,ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა". კონფერენცია ტარდება თსუ გენდერის კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით. კონფერენციაზე მკლევრებმა წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა პოლიტიკური ჩართულობისა და აქტივიზმის შესახებ, ისე ქალთა უფლებების პოლიტიკის საკითხებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში.
ნახვა »
7/დეკემბერი/2016
7 სურათი
კვლევითი პროექტის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მოეწყო კვლევითი პროექტის ,,საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებების" განხილვა.  ღონისძიებას თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ნახვა »
6/დეკემბერი/2016
6 სურათი
პროექტის „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის“ პრეზენტაცია. შეხვედრაზე საზოგადოება გაეცნო  პროექტის ფარგლებში შექმნილ ორ პროგრამულ პროდუქტს: მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემასა და მრავალენოვანი ონლაინ-ლექსიკონის ახალ პლატფორმას. ლექსიკონის ავტორებმა ასევე ისაუბრეს ტექნიკური დარგების ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საინტერესო პროგრამულ გადაწყვეტაზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
ნახვა »
6/დეკემბერი/2016
5 სურათი
შეხვედრა ანა კორძაია-სამადაშვილთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მწერალმა და მთარგმნელმა ანა კორძაია-სამადაშვილმა ლექცია წაიკითხა. შეხვედრაზე მწერალმა ისაუბრა  მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი სამი მწერალი ქალის: ელის მანროს (Alice Munro), ასტრიდ ლინდგრენის (Astrid Lindgren) და სელმა ლაგერლოფის (Selma Lagerlöf) შემოქმედებაზე. შეხვედრა თსუ ბიბლიოთეკის ზამთრის საჯარო ლექციების ციკლის ,,ქალი მწერლები მსოფლიო ლიტერატურაში’’ ფარგლებში გაიმართა.
ნახვა »