ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 192 193 194 195 196 ... 198 »
21/დეკემბერი/2016
6 სურათი
თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი- 70
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებაზე საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „მორფოლოგიის ინსტიტუტი-70“ ჩვენება გაიმართა.
ნახვა »
20/დეკემბერი/2016
7 სურათი
"ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "ქართული პოლიტიკური კორპუსის” პრეზენტაცია გაიმართა. "ქართული პოლიტიკური კორპუსი" 2016 წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია“ ბაზაზე, რომელიც მიეძღვნა თემატური კორპუსების შექმნის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს.
ნახვა »
20/დეკემბერი/2016
6 სურათი
დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმის "უზნაძის ეფექტი" პრემიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კრებულის "დიმიტრი უზნაძე-სულმა იგივეობა და უცვლელობა არ იცის" პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
20/დეკემბერი/2016
5 სურათი
პორტუგალიელი მწერლის ჟოზე ლუიშ პეიშოტუს ვიზიტი თბილისში
თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისს სტუმრობდა პორტუგალიელი მწერალი ჯოზე ლუიშ პეიშოტუ, რომლის ბოლო რომანი „გალვეიაში“ ქართულ ენაზე ითარგმა და გამოიცა [2016] ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით.  აღნიშნული თარგმანი წარმოადგენს პირველ რომანს, რომელიც ითარგმნა პორტუგალიური ენიდან: მთარგმნელი გურანდა ფაჩულია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ნახვა »
19/დეკემბერი/2016
7 სურათი
კონფერენცია “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში – საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და მის წინაშე არსებული გამოწვევები იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის თემა, რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ-ს პროფესორები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკარატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები და სტუდენტები.
ნახვა »
19/დეკემბერი/2016
5 სურათი
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ყოველწლიური საზეიმო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ყოველწლიური საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საღამოზე შეჯამდა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის განვილი წელი, ასევე დაჯილდოვდებიან IV სტუდენტური კონფერენციის მონაწილეები 2015 წლის საუკეთესო აკადემიური ნაშრომისთვის სამართლის სფეროში და სამართლის პრაქტიკის განვითარებისთვის.

ნახვა »
« 1 ... 192 193 194 195 196 ... 198 »