ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 82 83 84 85 86 ... 198 »
28/სექტემბერი/2018
13 სურათი
უნიკალური არქივი თსუ-ში
ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის  აკაკი ჩხენკელის და ცნობილი მეცნიერის კიტა ჩხენკელის აქამდე დაკარგულად მიჩნეული უნიკალური, საუკუნოვანი არქივი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საზეიმოდ გადაეცა. უნიკალური არქივი აკაკი ჩხენკელის და კიტა ჩხენკელის მემკვიდრეობისგან შედგება და მასში დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილები, დიპლომატიური მიმოწერა, ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები.
ნახვა »
28/სექტემბერი/2018
8 სურათი
მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება თსუ პირველი სასწავლო კორპუსის 321-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ბრძანებით, ცნობილი ქართველი მეცნიერის მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.
 
   
ნახვა »
27/სექტემბერი/2018
8 სურათი
თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი
გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ასევე ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზსა და კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.
     









ნახვა »
27/სექტემბერი/2018
5 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტს შორის
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ბოლონიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი მირკო ესპოსტი. ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბოლონიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ნახვა »
27/სექტემბერი/2018
8 სურათი
II საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიხსნა, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. ღონისძიებაზე იმუშვა ენათმეცნიერების, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და რელიგიის, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სექციებმა. კონგრესი თსუ-სა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
27/სექტემბერი/2018
6 სურათი
საჯარო ლექცია: „ენათა ევროპული დღე და ლინგვისტური ჰუმანიზმი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, პროფესორ თინათინ ბოლქვაძის საჯარო ლექცია - „ენათა ევროპული დღე და ლინგვისტური ჰუმანიზმი“ გაიმართა.



ნახვა »
« 1 ... 82 83 84 85 86 ... 198 »