ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 80 81 82 83 84 ... 198 »
13/ოქტომბერი/2018
8 სურათი
„ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები.“ კონფერენციის თემატიკაა იყო თბილისის უნივერსიტეტის დაარსება და ოსური ენის შესწავლისა და სწავლების საკითხები.


ნახვა »
10/ოქტომბერი/2018
6 სურათი
სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის
თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს - სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის.
ნახვა »
10/ოქტომბერი/2018
9 სურათი
თსუ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდი მოინახულა და სხვადასხვა გამოცემებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფეროვან სამეცნიერო ლიტერატურას გაეცნო. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სტუმრებს თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გერმანიაში გამოცემული საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი წარუდგინა, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი.
ნახვა »
9/ოქტომბერი/2018
11 სურათი
ნართების თქმულებების თეატრალური წარმოდგენა ქართულ და ოსურ ენებზე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ნართების თქმულებების პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. უძველესი კავკასიური ეპოსი ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფმა ქართულ და ოსურ ენებზე გააცოცხლეს. ღონისძიებას გახსნა თსუ ქართულ-ოსური ურთიერთობის კვლევითი ცენტრის პროფესორმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური მოზაიკა“ ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევმა.
ნახვა »
5/ოქტომბერი/2018
9 სურათი
მემორანდუმი გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თსუ-ს წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ მოაწერეს.


ნახვა »
5/ოქტომბერი/2018
12 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია“ გაიმართა. კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს საბჭოთა პერიოდის ტერმინოლოგიური პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები.
ნახვა »
« 1 ... 80 81 82 83 84 ... 198 »