ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 81 82 83 84 85 ... 198 »
5/ოქტომბერი/2018
11 სურათი
Welcome Party თსუ-ს პირველკურსელებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party-ით აღნიშნა. 5000-მდე სტუდენტისთვის კონცერტი სტეფანემ და სხვა ცნობილმა მუსიკალურმა ჯგუფებმა და დიჯეებმა გამართეს. მასთან ერთად მუსკალურ საღამოზე სტუდენტებისთვის უკრავდნენ BACHO, B2B, KVACHI, A2K.


ნახვა »
4/ოქტომბერი/2018
12 სურათი
გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იყო გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,გადარჩენილი სახელი”; ასევე, გაიმართა გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა - ,,ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ”.

ნახვა »
2/ოქტომბერი/2018
8 სურათი
ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცერნის ATLAS ექსპერიმენტში მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვეიცარია, რუსეთი, შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩეხეთი და სხვა). ტაილ კალორიმეტრის პროექტი 25 ინსტიტუტს და უნივერსიტეტს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან.
ნახვა »
28/სექტემბერი/2018
8 სურათი
"თბილისი 2018: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით მე-7 რეგიონული კონფერენცია - "თბილისი 2018: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” გაიმართა. ღონისძიება ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილმა მკვლევრებმა და პრაქტიკოსებმა.


ნახვა »
28/სექტემბერი/2018
11 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. დემოკრატიული რესპუბლიკისა და თსუ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროკავშირის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“.
ნახვა »
28/სექტემბერი/2018
7 სურათი
ფრანგული მეცნიერების დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ფრანგული მეცნიერების დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართულ-ფრანგული სამეცნიერო თანამშროლობის ფორუმი და კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართველი და ფრანგი მეცნიერების მონაწილეობით წარმოებული კვლევების პრეზენტაცია მოწყო.


ნახვა »
« 1 ... 81 82 83 84 85 ... 198 »