ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

აისეტის სტუდენტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის ფინალისტები

ამჯერად თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (აისეტი) საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების, ლევან მიქელაძისა და სერგო გადელიას წარმატებაზე გვინდა გიამბოთ!
მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ლევანი და სერგო გახდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ‘Fund Challenge’ პროექტის ფინალისტები. MCD-ის 35 ქვეყნიდან მონაწილე გუნდებს შორის ლევანისა და სერგოს გუნდი ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს IMF-ის ონლაინ კურსი „მაკროეკონომიკური ანალიზი“ (MDSx). გუნდებს, რომელთაც წარმატებით დაძლიეს კურსი, დასამუშავებლად მიეცათ შემთხვევის ანალიზი.
ლევანი და სერგო, როგორც ერთადერთი გამარჯვებული გუნდი საქართველოდან, ამჟამად ვაშინგტონში არიან, სადაც IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრებს ესწრებიან. ისინი ხვდებიან პოლიტიკური და აკადემიური წრეების, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, ესწრებიან სემინარებს, პრეს-კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
ლევანმა და სერგომ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციაც წარუდგინეს საგაზაფხულო შეხვედრების სხვა სტუმრებს.
‘Fund Challenge’ პროექტის მიზანია, გააღვივოს ინტერესი ბაკალავრიატის სტუდენტებში საბაზისო მაკროეკონომიკური ანალიზის მეთოდებისადმი, უკეთ გააცნოს მათ ფონდის საქმიანობა და ხელი შეუწყოს დიალოგს MCD-ის ქვეყნების ახალგაზრდებს შორის.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება