ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

5 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდი საერთაშორისო სამართლის დღეს აღნიშნავს

5 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდი საერთაშორისო სამართლის დღეს აღნიშნავს
5 ივლისი, 2020
5 ივლისი ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადების დღეა.

5 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდი საერთაშორისო სამართლის დღეს აღნიშნავს. ეს დღე იმ ღირებულებების გარშემო ინფორმირებული დისკუსიის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომელთა საფუძველზე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე პროფესორმა ლევან ალექსიძემ საქართველოს საერთაშორისო სამართლის სკოლა დააფუძნა. ასრულებდა რა გადამწყვეტ როლს საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაში და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში, ლევან ალექსიძე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ შეძენილი ფასდაუდებელი გამოცდილების გამოყენებით აშენებდა სამართლებრივ საფუძველს საქართველოს გაწევრიანებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამისთვის კი საჭირო იყო, საქართველოს ეჩვენებინა, რომ მას შეუძლია სამართლის მოთხოვნების შესრულება. რომელ სამართალთან უნდა მომხდარიყო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემის სწორება? ცხადია, სამართალს, რომელიც ამ მიზნებისთვის უნდა გამოყენებულიყო, ეწოდებოდა მარტივად - „საერთაშორისო სამართალი“. აქ უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, ზოგ შემთხვევაში გამომდინარეობდა „საყოველთაო“ საერთაშორისო სამართლიდან, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი „რეგიონული“ საერთაშორისო სამართლიდან. სწორედ პროფესორ ლევან ალექსიძის ავტორობოთ შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში დებულებები, რომელთა თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.“

5 ივლისს საერთაშორისო სამართლის დღის აღნიშვნით წარმოჩინდება დამოუკიდებელი საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი, სწორედ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტების უდიდესი წონა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ, პროგრესული განვითარების გზაზე.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით 2019 წელს დაფუძნდა.
სხვა სტატიები »