ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კომუნიკაციების კომისიას შორის
3 ივლისი, 2020
1 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კომუნიკაციების კომისიას შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმნტს ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.
თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.