ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის შემოდგომის სემესტრი დასრულდა

დასრულდა ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის შემოდგომის სემესტრი. სკოლა დაფუძნდა და საქმიანობა დაიწყო 2019 წლის გაზაფხულზე, თუმცა მიუხედავად მცირე დროისა, უკვე გადამზადდა დაახლოებით 50 მოსწავლე. აღნიშნული კურსი წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IPEC-ის ერთობლივ პროექტს. 
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. სწავლება მიმდინარეობდა თსუ-ის პირველ კორპუსში, მსმენელებს საგნებს უკითხავდა თსუ აკადემიური პერსონალი. მოსწავლეებს ლექციები (როლური თამაშებისა და ექსპერიმენტების სახით) ჩაუტარდათ შემდეგ საგნებში: ფსიქოლოგია (სხეულის ენა, ლიდერობა), ადამიანის უფლებები, საქართველოს ისტორია, ხელოვნება, ცდები ქიმიაში, კრიმინალისტიკა, ასტრონომია, გეოგრაფიული უცნაურობები, ლოგიკური ამოცანები. 
სკოლის მიზანია საუნივერსიტეტო გარემოს, უნივერსიტეტის ტრადიციების, მიღწევების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და სიახლეების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  გაცნობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავება.
მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა სკოლის დამფუძნებელმა, თსუ პროფესორმა ვასილ გონაშვილმა.  მომავალი სასწავლო წლიდან შედგება ახალი ჯგუფები. სკოლაში მიიღებიან V-X კლასის მოსწავლეები. ტ.: 598 58 88 99; 551 59 59 95

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება