ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

„ვისწავლოთ ქართული“

ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროგრამა „ვისწავლოთ ქართულის“ ფარგლებში ქალაქ თბილისი საკრებულოში სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა გაიმართა.

პირველად 2017 წლის კურსის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მეცადინეობები ჩატარდა ქალაქ თბილისის საკრებულოსთან არსებულ „მეგობრობის სახლშიც“. მეცადინეობებს ესწრებოდნენ თბილისში მცხოვრები რუსული, უკრაინული, პოლონური და ლიტვური დიაპორის წარმომადგენლები. უმეტესობამ გადალახა ტესტური დავალების მაღალი ზღვარი და დაიმსახურა კურსის პირველი საფეხურის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თსუ პროექტი „ვისწავლოთ ქართული“, რომელიც 2015 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს  ეროვნული და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული სწავლებას ახორციელებს.

კურსისთვის საგანგებოდ შეიქმნა სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომელთა  შემდგენლები არიან: ქართული ენის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია და საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ასისტენტ პროფესორი დიმიტრი გეგენავა.

სწავლებას  საქართველოს 3 სხვადასხვა რეგიონის (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) სოფლებში უძღვებიან თსუ და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლები. კურსი ორსაფეხურიანია და ორ (საგაზაფხულო და საშემოდგომო) სესიად იმართება. თითოეული საფეხურის ხანგრძლივობა სამი თვეა.

2015-2016 წლის განმავლობაში მეცადინეობები ჩატარდა საქართველოს 73 სოფელში, მსმენელთა რაოდენობა-5000-ზე მეტია.  
 


სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება