ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მეორე ეტაპი

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შემოსულ სამეცნიერო და კულტურულ/სპორტულ/საგანმანათლებლო სტუდენტურ პროექტებს 1 მაისამდე განიხილავს სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძისა და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნუნუ ოვსიანიკოვას 2018 წლის 29 იანვრის ერთობლივი ბრძანებით, დამტკიცდა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარეა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე.

სტუდენტური პროექტის წარდგენა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.

საბჭოს წევრები სამეცნიერო პროექტებს შეაფასებენ საბჭოს მიერ შემუშავებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ.შეფასების ფორმა). ხოლო კულტურულ/სპორტულ/
საგანმანათლებლო პროექტებს – შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ.შეფასების ფორმა).

სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3 ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 15 თებერვლამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მარტისა, 20 აპრილამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, ხოლო 5 ოქტომბრამდე შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის პირველ ეტაპში გამარჯვებული სტუდენტური პროექტები.

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ დამატებით განხილული და კონკურსის პირველ ეტაპში გამარჯვებული სტუდენტური პროექტები.


სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება