გალერეა
10/იანვარი/2018
11 სურათი
„ბერიტაშვილის კითხვანი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი ფიზიოლოგის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 133 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა „ბერიტაშვილის კითხვანი“ გაიმართა.
10/იანვარი/2018
3 სურათი
მეორე საერთაშორისო ოლიმპიადა ახალ ბერძნულ ენაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა მეორე საერთაშორისო ოლიმპიადა ახალ ბერძნულ ენაში.
10/იანვარი/2018
11 სურათი
თსუ დესპანი 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ "თსუ დესპანი - 2018"-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
3/იანვარი/2018
16 სურათი
საახალწლო ზეიმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი გაიმართა. თსუ თეატრალურმა დასმა „სხვენი“ თსუ-ს თანამშრომელთა შვილებისთვის სპექტაკლი „სათაგური“ გამართა.
29/დეკემბერი/2017
5 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, თეიმურაზ ბერიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს. თსუ-სთან ერთად თოთხმეტმა უმაღლემა სასწავლებელმა მოაწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
28/დეკემბერი/2017
16 სურათი
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-8 ყოველწლიური კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-8 ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციზე კათედრის აკადემიურმა პერსონალმა და კვლევით სამუშაოებში მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უცხოელი მეცნიერები იტალიიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან. კონფერენცია უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.




