ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 195 196 197 198 »
2/დეკემბერი/2016
10 სურათი
კონფერენცია "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით  გამართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისადმი მიღვნილ სამეცნიერო კონფერენცია - "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში". კონფერენციის მიზანია ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში.
ნახვა »
1/დეკემბერი/2016
9 სურათი
კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნა კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი,  რომლის თემაა „დამწერლობები კავკასიაში“. კონგრესის მიზანია კავკასიის დამწერლობებთან დაკავშირებულ პრობლემათა ინტერდისციპლინური კვლევა და სათანადო საკითხების მეცნიერული ანალიზი. კონგრესში მონაწილეობენ საერთაშორისო კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერი მკვლევრები. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი კავკასიოლოგები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
ნახვა »
1/დეკემბერი/2016
7 სურათი
გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტრიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა   გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში ჩართულ ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანია საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით.
ნახვა »
1/დეკემბერი/2016
6 სურათი
ტიერი ბერიშვილის საჯარო ლექცია - ,,ლევილის ქართული მამულის ისტორია’’
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ფრანგული  კულტურის და ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის - „გაუმარჯოს საქართველოს“ პრეზიდენტის ტიერი ბერიშვილის საჯარო ლექცია „ლევილის ქართული მამულის ისტორია“ გაიმართა. ლექციაზე ტიერი ბერიშვილმა ისაუბრა 1922 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  მთავრობის მიერ, საფრანგეთში, ლევილის მამულის შესყიდვის, ლევილის მამულში ქართველ პოლიტიკურ და კულტურული ემიგრაციის ცენტრის შექმნის შესახებ; ქართველი ემიგრანტების ლევილის მამულში მოღვაწეობასა და მამულის 84 წლიან ისტორიაზე. ლექციის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ლევილის ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების 24 წლიან ისტორიას.
ნახვა »
30/ნოემბერი/2016
6 სურათი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია რელიგიათა დიალოგი ,,რა გვაახლოებს და რა გვაშორებს"
30 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - რელიგიათა დიალოგი: ,,რა გვაახლოებს და რა გვაშორებს’’.

ნახვა »
4/ნოემბერი/2013
7 სურათი
საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი
2–3 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია YES Georgia-ს ინიციატივით საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა. პროექტის გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია ( ნანა აღლემაშვილი, ემელიანე კილაძე, მარიამ ბრეგაძე, ინა გრიგალაშვილი). გამარჯვებულები მარტში გაემგზავრებიან პოლონეთში და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
ნახვა »
« 1 ... 195 196 197 198 »