ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

16/დეკემბერი/2016
8 სურათი
მედეა ზაალიშვილის შემოქმედებითი საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის პედაგოგისა და მთარგმნელის მედეა ზაალიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მედეა ზაალიშვილი წლების განმავლობაში თარგმნიდა დიდ ინგლისელ და ამერიკელ პოეტთა და პროზაიკოსთა თხზულებებს . მისი თარგმანებიდან გამორჩეულია : უილიამ შექსპირი ტიტუს ანდრონიკუსი “, უილიამ შექსპირი ვენერა და ადონისი “, ტომას სტერნზ ელიოტი უნაყოფო მიწა “, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობები და სხვა .

ნახვა »
15/დეკემბერი/2016
5 სურათი
სტუდენტთა II საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა II საფაკულტეტო  სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა. კონფერენცია 17 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
ნახვა »
15/დეკემბერი/2016
7 სურათი
კონფერენცია ,,მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში''
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას ,,მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში'' უმასპინძლა. კონფერენცია მიზნად ისახავს უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას გაზიარებას, სამომავლო თემების გამოკვეთას და მთავრობის რეკომენდაციების შემუშავებას. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ სტუმრები ჰოლანდიიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან.
ნახვა »
13/დეკემბერი/2016
5 სურათი
დოცენტ ელენა სიჩენკოს საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტის, ელენა სიჩენკოს, საჯარო ლექცია თემაზე – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, როგორც შრომის სამართლის წყარო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ნახვა »
12/დეკემბერი/2016
6 სურათი
თსუ ახალგაზრდული ცენტრი ერთი წლისაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა“ 1 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში, თსუ მეშვიდე კორპუსში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის დაიდგა “პიტას სურვილების ყუთი“, რომელშიც პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ თავიანთი იდეების წერილობითი ფორმით განთავსება.
ღონისძიება ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
ნახვა »
8/დეკემბერი/2016
5 სურათი
,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ვეფხისტყაოსნის უკრაინული და უცხოური თარგმანების, ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების  შესახებ. კონფერენციის ფარგლებში  გაიმართა თსუ-სა და კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული თარგმანების  კრებულის "ენა ზეციური"  და პოემის უკრაინული თარგმანის აუდიო ჩანაწერის პრეზენტაცია. კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად უკრაინიდან. კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, უკრაინისტიკის ინსტიტუტისა და საქართველოს ლიტერატურთმცოდნეობის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.


ნახვა »