თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ესტონურ გამოცდილებას იზიარებს

თსუ წარმომადგენლები პროფესიული განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2020 წლის 26-31 იანვარს ესტონეთის „Ida-Virumaa kutsehariduskeskus” პროფესიული განათლების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრი სამი ქალაქის („Sillamäe, Jõhvi, Narva-Jõesuu) პროფესიული განათლების სკოლებს აერთიანებს. იგი ესტონეთში ყველაზე დიდია სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რაოდენობის მიმართულებით.
შეხვედრა გაიმართა ასევე „Tartu Kutsehariduskeskus” ტარტუს პროფესიული განათლების ცენტრში, რომელსაც ესტონეთში ყველაზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გაცვლითი პროგრამების განხორცილების საქმეში. ვიზიტის განმავლობაში თსუ წარმომადგენლები პროფესიული განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემების, საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.
მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამების პროექტების შექმნის, სასაწავლო პროცესის ორგანიზების ელექტრონული მართვის სისტემის შესამუშავებლად ესტონეთის გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლების გადამზადების საკითხებზე. დაიგეგმა ესტონელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი თსუ-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გასაფორმებლად მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოსთვის.
3 თებერვალი
თსუ დესპანი
16 იანვარი
თსუ პროფესორი პრემია „საბა“-ს გამარჯვებულია
24 დეკემბერი
უნივერსიტეტის ერთი წელი