ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 93 94 95 96 97 ... 198 »
12/ივნისი/2018
6 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კლინიკა „პინეოს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „პინეო სამედიცინო ეკოსისტემას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა იაგორ კალანდაძემ მოაწერეს. ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლ-პრაქტიკული კურსების გავლას.
ნახვა »
12/ივნისი/2018
11 სურათი
„ძალადობა - მისი სტატისტიკა, მიზეზშედეგობრიობა და პრევენცია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ძალადობა - მისი სტატისტიკა, მიზეზშედეგობრიობა და პრევენცია“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი 55-ე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს. სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის მსოფლიო სტატისტიკაზე, ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ძალადობის აღმოფხვრის გზებზე მომზადებული საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს.


ნახვა »
12/ივნისი/2018
5 სურათი
NATO-ს გენდერული მრჩევლის საერთაშორისო სამხედრო ოფისის ხელმძღვანელი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს (NATO) გენდერული მრჩევლის საერთაშორისო სამხედრო ოფისის ხელმძღვანელი, ჩეხეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი მაგდალენა დვორაკოვა სტუდენტებს შეხვდა. ნატოს წარმომადგენელმა ისაუბრა გენდერისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირსა და ნატოს საქმიანობის პროცესში გენდერის ძირითად მიმართულებაზე.
ნახვა »
12/ივნისი/2018
8 სურათი
„ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონის“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი ლექსიკოგრაფის, თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთარგმნელი-რედაქტორის ციცინო გაბესკირიას „ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნახვა »
11/ივნისი/2018
10 სურათი
წიგნის - „ქართული ენა 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ - პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რამაზ ქურდაძის წიგნის - „ქართული ენა 1. ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი განკუთვნილია ქართული ენის უცხოელ შემსწავლელთათვის, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის. მასში წარმოდგენილია 15 გაკვეთილი: ქართული ანბანი ი.გოგებაშვილის პრინციპების მიხედვით და 65 სავარჯიშო.
ნახვა »
11/ივნისი/2018
9 სურათი
ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაიდენის უნივერსიტეტის საჯარო ლექციების სერიის პირველ ღონისძიება გაიმართა. ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა რიკ ლოუსონმა წაიკითხა ლექცია თემაზე: "ევროპის ადამიანის უფლებათა სამართალი:წლის პრეცედენტი". ღონისძიების ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაერთიანება.


ნახვა »
« 1 ... 93 94 95 96 97 ... 198 »