ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 63 64 65 66 67 ... 198 »
26/დეკემბერი/2018
21 სურათი
ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაჯილდოების საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" საიუბილეო - მეათე დაჯილდოების საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე კონკურსის 2018 წლის და წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტის გამარჯვებულები დასახელდნენ, რომელთაც სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ.   


ნახვა »
26/დეკემბერი/2018
9 სურათი
„მიქაელ მოდრეკილის რტო“- წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორის, ცნობილი ბიზანტინოლოგის ლიანა კვირიკაშვილის სამეცნიერო ღვაწლისადმი მიძღვნილი წიგნის „მიქაელ მოდრეკილის რტო“ (მთავარი რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იზა ჩანტლაძე) პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო-პოპულარული კრებული შეიქმნა ქ-ნ ლიანას თანაკურსელებისა და კოლეგების დიდი ძალისხმევით.
ნახვა »
25/დეკემბერი/2018
10 სურათი
წლის შემაჯამებელი ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018 წლის სასწავლო–სამეცნიერო აქტივობების  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ პროფესორები, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტები.
ნახვა »
24/დეკემბერი/2018
7 სურათი
“აკადემია ევროპეა“ თსუ-ში რიგით მეხუთე რეგიონული სამეცნიერო ჰაბის გახსნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
“აკადემია ევროპეა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეხუთე რეგიონული სამეცნიერო ჰაბის გახსნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ვებგვერდი იტყობინება, „აკადემია ევროპეას“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი 2019 წლის აპრილში თბილისში რეგიონული სამეცნიერო ჰაბის გახსნას.
ნახვა »
24/დეკემბერი/2018
8 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - ფოკუსირება ესთეტიკაზე
ესთეტიური სტომატოლოგია და მისი ინტეგრაცია კომპლექსურ ორთოპედიაში, ფრონტალური პერი-იმპლანტური რბილი ქსოვილები: ორთოპედიული მენეჯმენტი - ეს საკითხები განიხილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - "ფოკუსირება ესთეტიკაზე." საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
24/დეკემბერი/2018
13 სურათი
აკადემიკოს სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოში თურქოლოგიის მიმართულების ფუძემდებლის, აკადემიკოს სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები; გაიმართა სერგი ჯიქიას პირადი ნივთების, ხელნაწერების, წერილების, წიგნების, ფოტოარქივის გამოფენა; მოეწყო დოკუმენტური ფილმის „ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის პატრიარქი“  (ავტორი - ეკა ტალახაძე) დემონსტრირება.

ნახვა »
« 1 ... 63 64 65 66 67 ... 198 »