ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 43 44 45 46 47 ... 198 »
23/მაისი/2019
14 სურათი
მამია ბერიშვილის წიგნის „რკინის რიდეს“ პრეზენტაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა ცნობილი ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის წიგნის „რკინის რიდეს“ პრეზენტაცია. წიგნში წარმოდგენილია მამია ბერიშვილის  მოგონებები, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს წარმოაჩენს, წიგნში ასევე წარმოდგენილია მამია ბერიშვილის მოგონებები, დოკუმენტები და ფოტოები. 
2015 წელს მამია ბერიშვილის შვილმა კულტურისა და ქართველ ხალხთა მეგობრობის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტმა ტიერი ბერიშვილმა მშობლების მამია და ქრისტინე ბერიშვილების პირადი არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. მამია და ქრისტინე ბერიშვილების არქივი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. სწორედ ბერიშვილების არქივში არსებული მასალების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა მამია ბერიშვილის წიგნი გამოსაცემად. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. 
ნახვა »
23/მაისი/2019
7 სურათი
წიგნის "მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი" პრეზენტაცია
ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართება თსუ დოქტორანტ, ფილოსოფიის მაგისტრის ფიქრია ვარდოსანიძის წიგნის "მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი" პრეზენტაცია. 

წიგნში განხილულია არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს იწვევს. "მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი" რელიგიური და ფილოსოფიური თემებით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი.

ნახვა »
22/მაისი/2019
5 სურათი
კრისტინ ლაგარდი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები.
ნახვა »
21/მაისი/2019
12 სურათი
კავკასიური მრავალფეროვნება - ფარაჯანოვი 95
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კულტურული მრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება:  "კავკასიური მრავალფეროვნება  - ფარაჯანოვი 95“. 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კვირეულის ფარგლებში 1+4 პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გადაღებული ფილმი: „ჩვენი ფარაჯანოვი“  (რეჟისორი ნინო გელოვანი). გაიმართა ასევე დისკუსია თემაზე: სერგო ფარაჯანოვი და მისი თბილისური მემკვიდრეობა“.
ღონისძიება ჩატარდა თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, პროექტის - „ტოლერანტობის,  სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA)” ფარგლებში (ხორციელდება გაეროს ასოციაციის  (UNAG)  მიერ,  ამერიკის განვიტარების სააგენტო ( USAID) მხარდაჭერით).
ნახვა »
20/მაისი/2019
4 სურათი
პროფესორ ლალი ქეცბა-ხუნდაძის გერმანულ ენაზე შექმნილი ლექსების კრებული გერმანიაში გამოიცა
თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელ, პროფესორ, დოქტორ ლალი ქეცბა-ხუნდაძის გერმანულ ენაზე შექმნილი ლექსების კრებული გერმანიაში გამოიცა. ლექსების კრებული "Spiel der Laute. Deutsche Lyrik aus Georgien" („ბგერების თამაში. გერმანული ლირიკა საქართველოდან“) 2018  წლის ივლისში გამოსცა  ცნობილმა გამომცემლობამ Grupello  ქ.დიუსელდორფში. 
ნახვა »
20/მაისი/2019
12 სურათი
სასწავლო ვიზიტი თსუ-ში უფროსკლასელებისთვის რეგიონებიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სასწავლო ვიზიტი თბილისში უფროსკლასებეისთვის მთიანი აჭარიდან, გურიიდან, ქვემო ქართლიდან და კახეთიდან. შეხვედრა დაიგეგმა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის პროექტის "ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ინიციატივა საქართველოში" ფარგლებში.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები უნივერსიტეტებთან და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებისთვის სამომავლო საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების შესაძლებლობების ჩვენება.
პროექტის მონაწილეების უმეტესობა დაინტერესებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით და სტუდენტებისთვის შეთავაზებული გაცვლითი პროგრამებით. შესაბამისად მათთვის საინტერესო და ინფორმაციული იქნება შეხვედრა თსუ წარმომადგენლებთან.
ნახვა »
« 1 ... 43 44 45 46 47 ... 198 »