ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 144 145 146 147 148 ... 198 »
4/ოქტომბერი/2017
12 სურათი
"ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ-პუბლიცისტური ნიმუშების ენობრივი თავისებურებანი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის  "ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ-პუბლიცისტური ნიმუშების ენობრივი თავისებურებანი" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სალექსიკონო მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ და ეპისტოლარულ ნიმუშებში დადასტურებული ანთროპონიმების, ტოპონიმების, ჰიდრონიმების, საბრძოლო იარაღებისა და რელიგიური ტერმინების, ყოფითი რეალიების ამსახველი ლექსიკური ერთეულების მიხედვით; ამ ლექსემების ლექსიკურ-გრამატიკულ თავისებურებათა ანალიზი ენის ისტორიის გათვალისწინებით.
ნახვა »
3/ოქტომბერი/2017
10 სურათი
პოპულარული ლექციები მათემატიკაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა თორნიკე ქადეიშვილმა გამართა პოპულარული ლექციები - მათემატიკა ყველგან: ნიუტონის ქრონოლოგია - როდის შედგა არგონავტების მოგზაურობა; რომელი კალენდარია ”უფრო სწორი”, იულიუსის თუ გრეგორის? უცნაური პერიოდულობები ისტორიაში; მარტივი წინადადების ტოპოლოგია; მოსახლეობის ზრდის ექსპონენციალური და ჰიპერბოლური მოდელები - ემუქრება თუ არა დედამიწას დემოგრაფიული კატასტროფა.
ნახვა »
3/ოქტომბერი/2017
5 სურათი
საჯარო ლექცია „საქართველოს ბუნების საოცრებანი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საჯარო ლექცია „საქართველოს ბუნების საოცრებანი“ გამართა.
ნახვა »
3/ოქტომბერი/2017
19 სურათი
საჯარო ლექცია "ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები"
ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდოკრინული ქირურგიის კათედრის გამგემ ჰენინგ დრალემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ლექცია წაიკითხა. ლექციის შემდეგ ჰენინგ დრალესა და  თსუ-ის რექტორის მოადგილეს მიხეილ ჩხენკელს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესენის უნივერსიტეტის ენდოკრინული ქირურგიის კათედრაზე ქართველი სტუდენტების მიერ პრაქტიკის გავლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნახვა »
2/ოქტომბერი/2017
5 სურათი
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე გაიმართა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და  COST ასოციაციის ხელშეწყობით ჩატარდა.
ნახვა »
2/ოქტომბერი/2017
7 სურათი
ელექტრონული ლექსიკონებისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლეში "ქართული ენის სიტყვათშემოკლებათა ელექტრონული ლექსიკონის"; მონოგრაფიის "სახელმწიფო ენის ოფიციალურ-საქმიანი სფერო-საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი"; კრებსითი დიალექტოლოგიური ელექტრონული ლექსიკონის - პრეზენტაცია გაიმართა.

ნახვა »
« 1 ... 144 145 146 147 148 ... 198 »