გალერეა
24/ოქტომბერი/2017
10 სურათი
მხატვარ-მოქანდაკის გიორგი ჩალაძის პერსონალური გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მხატვარ-მოქანდაკის გიორგი ჩალაძის პერსონალური ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გიორგი ჩალაძე საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის (მიღწევებისათვის ხელოვნებაში), იაკობ გოგებაშვილის მედლის (მიღწევებისათვის პედაგოგიკაში), საქართველო-უკრაინის მეგობრობის მედლისა (გამოჩენილ უკრაინელ პოეტ შევჩენკოს პორტრეტისათვის) და სხვა ჯილდოების კავალერია.
24/ოქტომბერი/2017
11 სურათი
ლიტერატურული კონკურსი „შოთაობა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტების ორგანიზებით სახალხო ზეიმ „შოთაობისადმი“ მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა. პოეზიის საღამოზე დასახელდნენ ლიტერატურული კონკურსის ნომინანტები. ლიტერატურულ კონკურსს მე-10 წელია ატარებს „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია.
23/ოქტომბერი/2017
9 სურათი
ერთობლივი სიმპოზიუმი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და უინძორის უნივერსიტეტის მონაწილეობით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები უინძორის უნივერსიტეტიდან (კანადა) და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.
20/ოქტომბერი/2017
11 სურათი
წიგნის "აზიის ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმძღვანელოს "აზიის ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის დოცენტი რზა თალიბოვი. სახელმძღვანელო ქართულ ენაზე თარგმნა ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ჭაბუკი ქირიამ.
20/ოქტომბერი/2017
4 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის
თსუ სტუდენტები წამყვან ბიზნესორგანიზაციებში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას. ამის საშუალებას სტუდენტებს თსუ-სა და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მისცემს. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ მოაწერეს.
19/ოქტომბერი/2017
11 სურათი
მზია ლეკვეიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ემერიტუს - პროფესორის მზია ლეკვეიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.




