გალერეა
27/ნოემბერი/2017
9 სურათი
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი ბუნებრივი თუ სოციალური პროცესების შესწავლაში, პრევენციულ ღონისძიებათა გატარებაში და მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაში ამა თუ იმ მოვლენისგან თავის დასაცავად. დღეს ერთ-ერთ ასეთი აქტუალურ პრობლემას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტრენინგი ჩაატარა. ამ შეხვედრის დროს დაიგეგმა აგრეთვე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის შესწავლაში.
27/ნოემბერი/2017
7 სურათი
ზურა აბაშიძის წიგნის "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ლიტერატურული პრემია „საბას“ 2017 წლის საუკეთესო დებიუტანტის, ზურა აბაშიძის წიგნის "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა.
27/ნოემბერი/2017
6 სურათი
ტუშას უნივერსიტეტის პროფესორის ნიკოლო მერენდინოს საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორის ნიკოლო მერენდინოს საჯარო ლექცია „Mediterranean Diet“ გაიმართა. შეხვედრაზე პროფესორმა მერენდინომ ასევე ისაუბრა ტუშას უნივერსიტეტის შესახებ.
24/ნოემბერი/2017
15 სურათი
ალექსანდრე ცისკარიძის წიგნის - ,,მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი’’ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, ალექსანდრე ცისკარიძის წიგნის - "მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გამოსცა. ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად, წიგნს ორი თანაავტორი ჰყავს - ლუნდის (შვედეთის) უნივერსიტეტის პროფესორი არნე ლინდგრენი და მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ადნან კურეში.
22/ნოემბერი/2017
20 სურათი
დასაქმების ფორუმი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიხსნა. 30-მდე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობები გააცნეს.
22/ნოემბერი/2017
7 სურათი
ტიერი ბერიშვილის საჩუქარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი, ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურული ასოციაციის პრეზიდენტი ტიერი ბერიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა და რამიშვილების ოჯახში დაცული ფოტოები გადასცა საჩუქრად. შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.




