ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

1 2 3 ... 198 »
3/სექტემბერი/2020
15 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და აბასთუმნის ობსერვატორიას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აბასთუმნის ობსერვატორიაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას.  ასეთი თანამშრომლობის შესახებ  ხელშეკრულება გაფორმდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ  ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას (აბასთუმნის) შორის. მემორანდუმს ხელი  თსუ  რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ და ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა მოაწერეს.  ამასთან, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და ობსერვატორიას შორის  ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების და სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა.
ნახვა »
20/აგვისტო/2020
13 სურათი
თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია
თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია!
ჩვენმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო „თელასი ჯორჯიანს“ და საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თსუ-ს ფეხბურთელი ლევან კობაიძე გახდა.
თამაშს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმიისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე და თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯევანიძე ესწრებოდნენ
ნახვა »
17/აგვისტო/2020
23 სურათი
თსუ წარმომადგენლები მარნეულში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მარნეულს ეწვივნენ, სადაც გაიმართა შეხვედრა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
ღონისძიება მარნეულის მნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდით.
მათ დაინტერესებულ პირებს გააცნეს თსუ-ში მოქმედი საბაკალავრო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ესწრებოდა.
ნახვა »
31/ივლისი/2020
5 სურათი
CISI პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის შეხვედრა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით განხორციელებული პროექტის ,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) ფარგლებში გაიმართა ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრაში  მონაწილეობს  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ეკატერინე დგებუაძე. ასევე, ჩართულნი არიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ნახვა »
28/ივლისი/2020
18 სურათი
პანელური დისკუსია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები წარადგინეს და მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვეს. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და განათლების საკითხების სპეციალისტი ნათია გორგაძე.
შეხვედრის მონაწილეებმა "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის" მიერ CCIIR ჩატარებული კვლევა შეაჯამეს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ნახვა »
1 2 3 ... 198 »