ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების საჭიროებები და გამოწვევები

23 მაისი, 2013
რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგანან დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები? რამდენად ადექვატურად აღიქვამს მათ პრობლემებს საზოგადოება ან ხელისუფლება? რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეიძლება მათ დასახმარებლად?- ამ და კიდევ სხვა მრავალ კითხვას, თსუ მკვლევართა მეშვეობით, საქართველოში სამეცნიერო ნაშრომის დონეზე პირველად გაეცა პასუხი.
პროექტი “გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე მოზარდებზე მზრუნველი პირების (მშობლების) ძირითადი საჭიროებები და გამოწვევები”, ღია საზოგადოების ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის (OშI Aლუმნი Gრანტ Pროგრამ) ფარგლებში 2012 წლის თებერვალში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.  კვლევას თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები თამარ მახარაძე და ანასტასია ქიტიაშვილი აწარმოებდნენ. პროექტში ასევე ჩართული იყო ასევე ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი, რომელთაც კვლევის მონაცემები თავის სამაგისტრო ნაშრომში გამოიყენეს.
ამ კვლევით საქართველოში პირველად გაკეთდა აქცენტი გონებრივი განვითარების მხრივ პრობლემების მქონე პირთა, მათი ოჯახების საჭიროებებსა და თავისებურებებზე, სამეცნიერო კუთხით.
კვლევა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდების გამოყენებით საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. გამოკითხული 100 რესპონდენტიდან, რომლებიც გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე თინეიჯერების მშობლები იყვნენ, უმეტესობა დედა და რამდენიმე მამა იყო. Aმათ გარდაA ასევე შეირჩა 6 ფოკუს ჯგუფი (2 თბილისში, დანარჩენი თერჯოლაში, ქუთაისში, გორში და რუსთავში). ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები: საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, უცხოეთისგან განსხვავებით, სადაც შშმ ადამიანებზე მზრუნველთათვის მრავალი სერვისია გათვალისწინებული, საქართველოში მშობლის ბევრად განსხვავებული ფსიქოლოგიური პორტრეტი გამოიკვეთა, განსხვავებული საჭიროებებით, კერძოდ:
საქართველოში შშმ პირებისთვის არსებული პროგრამები ძირითადად რეაბილიტაციას, მედიკამენტოზურ მკურნალობას, სამედიცინო კონსულტაციებს უკავშირდება. მაშინ, როცა ამ სახის მომსახურების გარდა აუცილებელია ამ ადამიანების სოციალური აქტივობის ხელშემწყობი სერვისებიც. ეს სოციალური სერვისები ევროპასა და აშშ-ში ფართოდაა გავრცელებული და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მათ შორისაა ე.წ. “დღის ცენტრებიც”.
“საქართველოში Dარსებული ათამდე “დღის ცენტრი” სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ეს არის დაწესებულებები, სადაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებს დღის გარკვეულ მონაკვეთში შეუძლიათ ყოფნა. წესით, “დღის ცენტრები” თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული. ისინი შშმ პირების სოციალური, კომუნიკაციის ან ელემენტარული ყოფითი უნარ-ჩვევების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს _ მათი, შესაძლებლობის ფარგლებში, დამოუკიდებლად არსებობისთვის მოსამზადებლად. უცხოეთში ასეთი “დღის ცენტრები” ძირითადად, მძიმე შეფერხების მქონე ადამიანებს ემსახურება. მსუბუქი შეფერხების მქონე ბავშვები ჩვეულებრივად დადიან სკოლებში, ამ კატეგორიის ხალხისთვის ხელმისაწვდომია სამუშაო. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, “დღის ცენტრები” განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი და საშუალო შეზღუდვის მქონე ადამიანებისათვის. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ცენტრის პერსონალი მძიმე შეზღუდვების მქონე ადამიანებთან სამუშაოდ ნაკლებად კომპეტენტურია, რადგან ცენტრების დაფინანსება მაღალკვალიფიციური კადრების მიზიდვის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, უფრო მარტივია მსუბუქი და საშუალო შეზღუდვის მქონე ადამიანებთან მუშაობა, ვიდრე რთულთან _ აცხადებს თამარ მახარაძე.
მისი განმარტებით, Mმომვლელებისა Dდა ოჯახის წევრებისთვის არსებული სერვისებიდან, საზღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ღესპიტე ჩარე (“ამოსუნთქვის მზრუნველობა”), როდესაც ადამიანს სხვადასხვა ფორმით ზრუნვისაგან დროებით განთავისუფლების საშუალება ეძლევა. მაგალითად, აშშ-ში სოციალურ მუშაკს გარკვეული დროით შშმ ადამიანის სახლში მისვლა შეუძლია და მზრუნველს სახლიდან თავისუფლად გასვლის საშუალება აქვს. სოციალურ სერვისებში შედის ასევე მშობლების ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სოციალურ მუშაკთან ურთიერთობა და ა.შ. ანუ, განსაზღვრულია  მზრუნველი პირის გასაძლიერებლი ღონისძიებები, რადგან ბევრი კვლევით დასტურდება, რომ მზრუნველი ადამიანის მძიმე მდგომარეობა მის ემოციურ მხარეზე, ჯანმრთელობაზე, შემდეგ კი პირდაპირპროპორციულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე აისახება.
“გონებრივი განვითარების შეფერხების მქონეთა ზრუნვის ერთ-ერთი რგოლი მათზე მზრუნველი პირების დახმარებაა. ეს კვლევა თავად ამ ადამიანებს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას, კვლევით ორგანიზაციებს აინტერესებთ მათი მდგომარეობა. კვლევის მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა ასევე, საქართველოში არსებული მდგომარეობა გავაცნოთ დაინტერესებულ საზოგადოებას საზღვარგარეთ. ეს თავის მხრივ, უცხოელ მკვლევრებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების, თანამშრომლობის კარგ საშუალებას იძლევა” _ მიიჩნევს Aანასტასია ქიტიაშვილი.
მეცნიერები კვლევის დროს რამდენიმე გამოკვეთილ ფაქტორს გამოყოფენ: ძირითადი, ამ პირებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება და სტიგმაა.A `მაგალითად, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებისათვის საქართველოში პრობლემატურია ეტლით გადაადგილება. ხშირ შემთხვევაში გონებრივი, ან ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები და მათი ოჯახები იზოლირებულ ცხოვრებას ეწევიან იმის გამო, რომ საზოგადოებაში მათი გამოჩენა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. საზოგადოებაში არსებული სტიგმის და არაკეთილგანწყობის გარდა, არის მეორე უკიდურესობა _ საოცარი სიბრალული შშმ პირებისადმი, რაც მშობლების მიერ ასევე მტკივნეულად აღიქმება. ბევრი მათგანი თვლის, რომ მათ შვილებს  შესაცოდი არაფერი არ სჭირთ, თუკი თავის უნარების განვითარების და გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ”. _ აღნიშნავს თამარ მახარაძე.
კვლევამ აჩვენა, რომ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირებზე მზრუნველ ადამიანებს მრავალმხრივი _ ეკონომიკური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
“საერთოდ ოჯახები, სადაც შშმ პირები არიან, მთელ მსოფლიოში განიხილებიან რისკ-ჯგუფებად სიღარიბის მხრივ. ხშირად განსაკუთრებული საფრთხე ერთმშობლიან ოჯახში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი რესპონდენტების უმეტესობას აქვს უმაღლესი განათლება, მათ შორის მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. მშობლების დასაქმებას მათზე ბავშვების დიდი დამოკიდებულება ართულებს. “დღის ცენტრები” Dმშობლებს თავისუფლებას დროის შეზღუდულ მონაკვეთში აძლევს. ეს კი უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე დამსაქმებლებისათვის ნაკლებად მისაღებია. რეკომენდებულია, შშმ ბავშვების მშობლების დასაქმებისადმი მოქნილი მიდგომა და მათი ხელშეწყობა დღის იმ მონაკვთში, როდესაც დღის ცენტრები მუშაობენ. ეს პოზიტიურად აისახება როგორც ოჯახების ეკონომიკურ, ისე მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მშობლების უმრავლესობას უჭირს შვილების უზრუნველყოფა აუცილებელი მედიკამენტებით, სამედიცინო მომსახურებით და ჰიგიენის ნივთებით. საჭიროა გადაიხედოს შშმ პირთა მატერიალური კომპენსაციის სისტემა და მათი სადაზღვევო პოლისების სქემები”. –აცხადებს ანასტასია ქიტიაშვილი.
თსუ მეცნიერთა დასკვნით, საქართველოში პირველ შოკს მშობლები შვილის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ გაგებისას იღებენ. ზოგადად, ოჯახში სტრესის მეტი წილი დედებზე მოდის, რომელთაც უმეტესად შშმ ბავშვის დაბადება ბრალდებათ. არის შემთხვევები, როდესაც ასეთ Dდროს მამები ოჯახს ტოვებენ. გარკვეული გამოსავალი სამშობიარო სახლების იმ პროფესიონალებით უზრუნველყოფა შეიძლება იყოს, რომლებიც მშობლებს სტრესთან გამკლავებაში დაეხმარებიან და მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე.
თამარ მახარაძე და ანასტასია ქიტიაშვილი რეკომენდებულად მიიჩნევენ მშობელთა კლუბების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, სადაც მშობლებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, გამხნევების  საშუალება ექნებათ. მათი აზრით, საჭიროა მიზანმიმართული და თანმიმდევრული მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებად და არსებული სტიგმის შესამცირებლად.
კვლევის შედეგად გაირკვა ასევე, რომ შშმ მშობლების ძირითად სადარდებელს ის წარმოადგენს, თუ რა ბედი ელით შვილებს მათი გარდაცვალების შემდგომ. მშობლების უმეტესობას, რომელთა შვილებიც საჯარო სკოლებში ინკლუზიურ კლასებში სწავლობენ, მიაჩნიათ, რომ სკოლა მათ შვილებს თანატოლებთან ურთიერთობაში უფრო ეხმარება, ვიდრე განათლების მიღებაში. სასწავლო პროგრამა მათი შვილების განსაკუთრებულ საჭიროებებს არ ითვალისწინებს. მშობლებისთვის მეტად სტრესულია იმის დანახვა, რომ მათი შვილები უმოქმედოდ სხედან კლასში და   ელემენტარული ცოდნის გარეშე რჩებიან. ეს მომავალში მათ დასაქმებასა და დამოუკიდებელად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. მიზანშეწონილია ინკლუზიური განათლების ფარგლებში მოქმედი სასწავლო პროგრამის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების თავისებურებებზე მეტად მორგება. მათი პროფესიული განათლების მისაღებად საჭირო საბაზისო ცოდნით უზრუნველყოფა. _ ასეთია კვლევის ავტორთა რეკომენდაცია.
თსუ მეცნიერთა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოში მშობლები დახმარებას და სოციალურ მხარდაჭერას ძირითადად ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან იღებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება  ეფექტიანია, მაგრამ ნაკლებად ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს წვლილი მწირია და ძირითადად ბენეფიციართა მცირე რიცხვისთვის “დღის ცენტრებით” მოსახურებას გულისხმობს. ამიტომ მკვლევრები საჭიროდ თვლიან სახელმწიფოს როლის გაზრდას შშმ პირების, მათი ოჯახებისადმი ზრუნვასა და მხარდაჭერაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობისა და საჭიროებების შეფასების სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას, რაც დღეისათვის არ არსებობს.  
გარდა უკვე აღნიშნულისა, თავად მშობლების მიერ პრიორიტეტულად კიდევ რამდენიმე საკითხი დასახელდა: ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა; განათლების გარდა შშმ პირის დასაქმების ხელშემწყობი მომსახურება; ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაცია; `დღის ცენტრების~ მომსახურების შემდგომი განვითარება/გაფართოება; შინ მოვლა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.
თსუ პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კვლევის შედეგად დადებული სამიზნე ჯგუფის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის სურათის მეშვეობით სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელთ გარკვეული სერვისების დანერგვა და დახვეწა შეუძლიათ.



სხვა სტატიები »