ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესორის მხარდასაჭერად

თსუ პროფესორის მხარდასაჭერად
21 მაისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის კონსტანტინე ჭიჭინაძის მხარდასაჭერად და სამკურნალო თანხის მოსაგროვებლად საქველმოქმედო აქციებს იწყებს, რომელშიც თსუ სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად, სხვადასხვა უნივერსიტეტები, ბიზნეს სექტორი ჩაერთვება.
24 აპრილს თსუ-ში კონსტანტინე ჭიჭინაძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებათა წარდგენა გაიმართა. თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუდენტებს, პროფესორებს, საზოგადოებას მიმართა და გულისხმიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „საჭიროა თანაგრძნობა და თანადგომა, რათა კოტე ჭიჭინაძე კვლავ დაუბრუნდეს საზოგადოებას და გააგრძელოს ის საქმე, რომელიც ქვეყანას გამოადგება“.
კონსტანტინე ჭიჭინაძეს აღმოაჩნდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რომლის მკურნალობამ საქარ-თველოში შედეგი ვერ გამოიღო და საჭიროა სასწრაფოდ ჩატარდეს ძვირადღირებული მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. დღეისთვის მკურნალობის ხარჯები შეადგენს სულ მცირე 150 000 ევროს, რაც შეიძლება გაიზარდოს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შე-მთხვევაში (400 000 აშშ დოლარი).
კონსტანტინე ჭიჭინაძე არის როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ ცნობილი მეცნიერი.  2004 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, არის 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი,   საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო თეორია და კონცეფცია.  მისი ავტორობით არის გამოცემული მონოგრაფია და ორი წიგნი, მათ შორის აშშ-ში 2012 წ. იგი 2005-2009 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი. დღე-მდე არის უცხოური: Open Journal of Molecular and Integrative Phesiology (USA), Phesiology Research (USA), International Journal of Braian and Cognitive Science (USA) და სამამულო ჟურნალების რედკოლეგის წევრი. კ. ჭიჭინაძე 2001 წლიდან დღემდე – საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტია.
საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტში დაიდგმება შემოწირულობების ყუთი, თსუ სტუდენტური თეატრი „სხვენი“ გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს, თსუ-ს მუსიკალური ჯგუფები გამართავენ  საქველმოქმედო კონცერტებს, დაგეგმილია სხვა ღონისძიებები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი მოუწოდებს ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს ამ წამოწყებას.

სხვა სტატიები »