ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ სტუდენტები - 2019 წლის საგრანტო კონკურსების ტრადიციული ლიდერები

თსუ სტუდენტები - 2019 წლის საგრანტო კონკურსების ტრადიციული ლიდერები
26 დეკემბერი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში ტრადიციულად ლიდერობენ.
2019 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ გამარჯვებული 24 პროექტიდან 7 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 29%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-დან კონკურსში მონაწილე 7 პროექტიდან 7-ვე წარმატებული აღმოჩნდა. საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია/საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.
თსუ ასევე ლიდერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსშიც. გამარჯვებული 33 პროექტიდან 12 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 36%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით. ახალგაზრდა მეცნიერად, კონკურსის პირობების თანახმად, ითვლება დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს არსებულ ყველა სამეცნიერო მიმართულებებში კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას.
კიდევ ერთ საგრანტო კონკურსში, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული 56 პროექტიდან 29 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 52%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით. 
თსუ სტუდენტები ასევე ლიდერობენ „2019 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების" გამოცხადებულ საგრანტო კონკურსშიც. სტატისტიკა ასე გამოიყურება: კომბინირებული ღონისძიებები - გამარჯვებულ 3 პროექტს შორის 2, ხოლო სამეცნიერო კონფერენციების კონკურსში - გამარჯვებული 8 პროექტიდან 5 თსუ სტუდენტებს ეკუთვნით.

სხვა სტატიები »