ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კვლევა იწყება სკოლიდან - უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

კვლევა იწყება სკოლიდან - უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
30 ივლისი, 2019
კვლევა იწყება სკოლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში ახალი სმარტლაბი SMART|Smr_lab (School meetsResearch) შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საპილოტე გაცვლითი პროექტები ამოქმედდება.
JuLაბ-ის მასწავლებლები ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერსი გაუღვივონ.
გერმანულმა მხარემ ამ პროექტისთვის 2018 წლის შემოდგომაზე თსუ-ს სმარტ-ლაბორატორიას საჩუქრად ფიზიკის გაკვეთილის სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის საჭირო (2000 ევროს ღირებულების) ხელსაწყოები გადასცა.
„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც აერთიანებს იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრუნი) კონსორციუმთან, 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში, 2018 წლის ივნისში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ინტერესთა დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივვადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში თსუ-ს მაგისტრანტი მედეა აბრამიშვილი უკვე იმყოფებოდა JuLაბ-ში, სადაც 7 კვირიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმება, რომ თბილისში (14-19 ოქტომბერი) ერთობლივი ვორქშოფი ჩატარდება.
ვორქშოფი ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გაიმართება. მონაწილეები იულაბის ექსპერიმენტალურ ყუთს გაეცნობიან თემაზე „ელექტრობა“.
ქართველ მასწავლებლებს და მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებსაც შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში გაემგზავრონ და საჩვენებელ გაკვეთილებს დაესწრონ.

სხვა სტატიები »