ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ალბომი „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“

ალბომი „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“
28 ივნისი, 2019
ორენოვანი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალბომში წარმოდგენილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მასალები: საარჩევნო კანონმდებლობა; არჩევნების მომზადების პროცესი და ხარჯთაღრიცხვა; საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია; არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები; არჩეულ პირთა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები; 1921 წლის იანვარ-თებერვალში დაწყებული თვითმმართველობების ახალი არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია.
ქართულ-ინგლისური ალბომი დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა და გამოიცა.

სხვა სტატიები »