ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

IoT ჰაკათონში თსუ სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდმა სპეციალური სტეპ IT აკადემიის პრიზი მიიღო

IoT ჰაკათონში თსუ სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდმა სპეციალური სტეპ  IT აკადემიის პრიზი მიიღო
30 ოქტომბერი, 2018
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს/GITA და Internet Society-ის ორგანიზებით სტუდენტური IoT ჰაკათონი გაიმართა.

IoT ჰაკათონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სანდიეგოს უნივერსიტეტის გუნდმა სპეციალური სტეპ IT აკადემიის პრიზი მიიღო, რაც კომპანიაში სტაჟირებას და კომპანიის პროექტებში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს.

მონაწილეები ჰაკათონში ერთმანეთს IoT _ Internet of Things-ის პროექტების შექმნაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსანტებს დაურიგდათ Arduino მიკროკონტროლერებისა და სენსორების კომპლექტები და მიეცეათ საშუალება, გამოეყენებინათ IoT LoRaWan უკაბელო ქსელი ინტერნეტში ჩასართავად, რათა მოეხდინათ მიღებული მონაცემების შემდგომი პროგრამული დამუშავება.

კონკურსანტები 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს სასარგებლო და ინოვაციური IoT (Internet of Things) პროდუქტების აპარატულ-პროგრამული პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრნენ.

სანდიეგოს უნივერსიტეტის გუნდის ერთ-ერთი წევრის, არჩილ ბერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი კონკურსს 1 დღით გვიან შეუერთდა, მათ მაინც შეძლეს საინტერესო მეთოდის შემუშავება.

"პროექტში მონაწილეობა ძალიან გვინდოდა. გვაინტერესებდა თუ რამდენად შევძლებდით საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებას და არსებული პრობლემების ჩვენი შესაძლებლობებით აღმოფხვრას. რაც ვფიქრობ, გარკვეულწილად შევძელით. კონკურსის მიმდინარეობას გარვკეული მიზეზების გამო 1 დღით გვიან შევუერთდით, თუმცა სიტუაციაში გარკვევისათვის ამას ხელი არ შეუშლია, ჩვენი გუნდში მუშაობის უნარების დამსახურებით, მალევე შევძელით მოგვეფიქრებინა აქტუალური პრობლემა და მისი გადაჭრის ოპტიმალური მეთოდი.

მიუხედავად იმისა რომ ვერ შევძელით მთავარი საპრიზო ადგილების მოპოვება, გავხდით IT Academy Step Georgia-ს ფავორიტი და კომპანიის წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს მათთან სტაჟირების გავლა და კომპანიის პროექტებში მონაწილეობის მიღება.

ყველაზე რთული ალბათ ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა იყო, კონკრეტულად LoRa Shield-ის გადამცემი მაქვს მხედველობაში, თუმცა მაინც მოვახერხეთ მასში გარკვევა და მისი მეშვეობით მონაცემების მიღება, რის შემდეგაც უკვე შედარებით მარტივი დავალება იყო გასაკეთებელი - ინფორმაციის ჩვენთვის უკვე ცნობილი ტექნოლოგიებით დამუშავება. გუნდის ყველა წევრი ერთი უნივერსიტეტიდან ვართ - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე, რატი ვაჩეიშვილი და თამარ მოსიაშვილი კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები ვართ, ანა ტომაში და ბესო უთიაშვილი კი ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები", - ამბობს არჩილ ბერიძე
სხვა სტატიები »