ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ გეოგრაფები ტურისტებისათვის საინტერესო რუკაზე მუშაობენ

თსუ გეოგრაფები ტურისტებისათვის საინტერესო რუკაზე მუშაობენ
27 ივლისი, 2015
როგორც გეოგრაფები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებენ, საკმაოდ ხშირად უცხო ქვეყნის დათვალიერებისას ტურისტებისთვის კულტურის ძეგლებზე  არა ნაკლებ  საინტერესო, ბუნებრივი ღირშესანიშნაობებია. ისეთი, როგორიც მაგალითად  წყალტუბოში მდებარე პრომეთეს მღვიმე ან მარტვილის კანიონია.

თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის  გეოგრაფებმა  თვეზე მეტია რაც ახალ პროექტზე დაიწყეს მუშაობა. იგი ფაკულტეტზე მიზნობრივი, სამეცნიერო-კვლევითი გრანტის ფარგლებში ხორციელდება.   პროექტის სახელია - „მდინარე რიონის აუზის, ენდოგენური პროცესებით შექმნილი ბუნების ძეგლები“. მის ფარგლებში გეოგრაფებმა სამეგრელოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ  ბუნებრივ ღირშესანიშნაობათა რუკა უნდა შექმნან, რომლებიც  ტურისტული თვალსაზრისით  იქნება საინტერესო.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი,  ასისტენტ-პროფესორი, გიორგი დვალაშვილი აცხადებს, „ინფორმაციის სახით  რუკაზე დატანილი იქნება ენდოგენური პროცესების შექმნილი ბუნების ძეგლების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია. კერძოდ,  მონაცემები იმის შესახებ, თუ რითია კონკრეტული ობიექტი საინტერესო,  რა მანძილითაა დაშორებული იგი მუნიციპალური ცენტრიდან და თბილისიდან, რა სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან, რა ტიპისაა (საავტომობილო, საფეხოსნო თუ საცალფეხო), ამ ობიექტამდე მისასვლელი გზა და ა.შ. თავისი სამუშაოებს პროცესში გეოგრაფები, იმის შესახებაც ცდილობენ ინფორმაციას მოპოვებას თუ რა ტიპის წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეთ ტურისტებს მათთვის საინტერესო ობიექტთან მისასვლელად“.

გიორგი დვალაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში აქტიური გასვლების დაწყებამდე მათ წინასაწრი კამერული სამუშაოები ჩაატარეს. ის ადგილებიც სადაც სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ რუკაზე წინასწარ გაწერეს და შეარჩიეს.  „ჯიპიესისი“ საშუალებით, მონაცემების მოპოვების თვალსაზრისით,  გარკვეული სამუშაოების ჩატარება საკმაოდ გამარტივებულია.  გარდა ამისა, უნივერსიტეტელ გეოგრაფებს საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა აქვთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც უნივერსიტეტელი გეოგრაფების საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული. ერთ-ერთი, ვის აქტიურობასაც გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს იმერეთის სამხარეო ადმინსტრაციის ტურიზმის განყოფილებაა.  თავიდან რუკების მხოლოდ ქართული ვერსიის მომზადებაზე იყო საუბარი, ახლა რადგან ამის ტექნიკურ საშაულებას პროექტში ჩართული სტუდენტების შესაძლებლობაც იძლევა, რუკის ინგლისურ და სავარაუდოდ რუსულ ვერსიების მომზადებაც არის საუბარი. პროექტში ოფიციალურად გეოგრაფიის მიმართულების სხვადასხვა საფეხურის სამი სტუდენტია ჩართული. არაოფიციალურ მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა  კი ბევრად მეტია.
ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოძიებას გეოგრაფები ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით გეგმავენ.

პროექტი საბოლოო სახით წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად.

სხვა სტატიები »