ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერის კვლევის შედეგები

23 დეკემბერი, 2014
ოთხი მკვლევრისაგან შემდგარმა გუნდმა (მაია მესტვირიშვილი, თინათინ ზურაბიშვილი, თამარ იაკობიძე, ნათია მესტვირიშვილი) ნორვეგიის საზოგადოებრივი ინტიტუტის მხარდაჭერით  მოიპოვა კვლევითი გრანტი და გაანალიზა კავკასიის კვლევითი რესურსების მიერ ჩატარებული გამოკითხვა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შესახებ.

 კითხვარი რომელიც 17 მაისი მოვლენებს ეხებოდა სხვადასხვა განზომილებას მოიცავდა: მათ შორის, რესპონდენტის სოციო-ეკონომიკურ მახასიათებლებს, სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს, ჰომოსექსუალობის მიზეზების ატრიბუციას, აღქმულ შიშს და პირად კონტაქტების სიხშირეს. თსუ ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი ასე აღწერს კვლევის შედეგებს: ჰომოფობიის პოტენციური განმსაზღვრელი ფაქტორებად ცვლადების ოთხი ჯგუფი იქნა აღებული: 1.  სოციო-დემოგრაფიული: ასაკი, სქესი და განათლება 2. ლიბერალიზმი და ეკლესიურობა (ეკლესიაში სიარული სიხშირე) 3. რელიგიური და სექსუალური თანასწორობის მხარდაჭერა 4. ფსიქო-სოციალური ფაქტროები: ჰომოსექსუალობის მიზეზების ატრიბუცია და კონტროლი, შიშს აღქმა და პერსონალური კონტაქტი.

შედეგებმა გამოავლინა, რომ ჰომოსექსუალები, რიგით მეორე არასასურველი  სამეზობლო ჯგუფია კრიმინალების შემდეგ.  იგი თითქოს ისეთივე უნდობლობას და შიშის იწვევს როგორც კრიმინალები და წამალდამოკიდებული ინდივიდები.

ჰომოფობიის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიკაციისათვის, გამოყენებული იქნა საფეხურებრივი  ლოგისტიკური რეგრესია: ცვლადების ოთხივე ჯგუფმა სტატისტიკურად სანდო კავშირი აჩვენა ჰომოფობიის მაჩვენებელთან. კერძოდ, სოციო-დემოგრაფიული ცვალდების ჯგუფიდან სქესი და განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორები აღმოჩნდა. კაცები გაცილებით ხშირად ავლენენ ჰომოფობიურ  შეხედულებებს, ვიდრე ქალები: კაცების შემთხევაში ჰომოფობიის ალბათობა 55%, ხოლო ქალები შემთხვევაში 40%.  ამასთან, განათლების დაბალი დონე აგრეთვე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია  ჰომოფობიურ შეხედულებების. რაც დაბალია განათლების დონე, მით მეტია ალბათობა ჰომოფობიური შეხედულებების.

ცვლადების მეორე ჯგუფიდან რომელიც ეკლესიაში სიარულის სიხშირე და ლიბერალურ შეხედულებებს მოიცავდა, მხოლოდ ლიბერალული შეხედულებები გახდა ჰომოფობიის  სანდო პრედიქტორი, ანუ ჰომოფობია განსაზღვრულია ლიბერალური შეხედულებებითაც: რაც ნაკლებია ლიბერალიზმი, მით მეტია მოლოდინი, რომ ჰომოფობიური შეხედულებები განვითარდება.

კვლევამ არ გამოავლინა შესაძლო კავშირი რელიგიურ ფაქტორს და ჰომოფობიას შორის. ეს შედეგი მკვლევართათვის მოულოდნელი იყო, რადგან 2013 და 2014 წლების 17 მაისი მოვლენებმა (ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინაარმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე) ნათლად აჩვენა, რომ ჰომოფობიური შეხედულებები ადვილად იღებს სიმბოლური და ფიზიკური აგრესიის სახეს.

მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ემოციას აქვს უნარი აღძრას ქცევა უფრო წარმატებით, ვიდრე აზრს, ან იდეას. ხოლო ემოციებიდან შიში ზოგადად ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ადამიანები მოტივირებულნი გახდნენ ქმედებისათვის. ჰომოფობიის კვლევის შემთხვევაში ეს ტენდენცია ნათლად დასტურდება: ფსიქო-სოციალური ფაქტორებიდან მხოლოდ აღქმულ შიშს აქვს პოტენცია გააძლიეროს ჰომოფობიური შეხედულებები. თუ ინდივიდს სჯერა, რომ ჰომოსექსუალი საფრთხის შემცველია, და ის ემუქრება ქვეყანას და ქვეყნის ნაციონალურ ღირებულებებს, მაშინ იზრდება ზიზღი, აგრესია და დისკრიმინაცია მათ მიმართ.

საბოლოოდ მკვლევარები ასკვნიან, რომ ჰომოფობია მწვავე სოციალური პრობლემაა საქართველოში, რაც მისი ღრმად შესწავლის აუცილებლობაზე მეტყველებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ მამაკაცები, განათლების დაბალი დონის მქონე ინდივიდები, არალიბერალები,  ინდივიდები, რომლებიც  უარყოფენ სოციალურ ეგელიტარიანიზმს და ემხრობიან საზოგადოების იერარქიას და სტრატიფიკაციას, და აგრეთვე ინდივიდები რომლების შიშის, უნდობლობის და ეჭვის მაღალი დონით გამოირჩევიან, არიან ჰომოფობები  და მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ ძალას წარმოადგენენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარების გზაზე.

სხვა სტატიები »